03:46 - 23 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-03-19 14:47:10, 468 ნახვა

მსოფლიო
ექრემ იმამოღლუ - მე მტკიცედ ვდგავარ ჩემს ბრძოლაში ფუნდამენტური უფლებებისა და თავისუფლებებისთვის

თურქეთის მოქმედი პრეზიდენტის რეჯებ თაიბ ერდოღანის მთავარი ოპონენტის დაკავებას სტამბულში აქცია მოჰყვა.სტამბულის მერმა ექრემ იმამოღლუმ  X სოციალურ მედიის ანგარიშზე განცხადება გამოაქვეყნა.

 „ხალხის ნება დაშინებით ან უკანონო ქმედებებით არ შეიძლება დათრგუნოს. მე ვრჩები მტკიცე და ვენდობი არა მხოლოდ სტამბოლის 16 მილიონ ადამიანს, არამედ თურქეთის 86 მილიონ მოქალაქეს და ყველა მათ, ვინც მხარს უჭერს დემოკრატიასა და სამართლიანობას მთელ მსოფლიოში. მე მტკიცედ ვდგავარ ჩემს ბრძოლაში ფუნდამენტური უფლებებისა და თავისუფლებებისთვის“. - წერს სტამბულის მერი.

მთავარი პოპზიციური რესპუბლიკური სახალხო პარტია კვირას, 23 მარტს ყრილობის გამართვას გეგმავს, რომელზეც იმამოღლუ მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში კანდიდატად გამოცხადდება, წერს AP. თურქეთის საპრეზიდენტო არჩევნები 2028 წელს არის დაგეგმილი, თუმცა ვადამდელი არჩევნები არ არის გამორიცხული.

2025 წლის დასაწყისში იმამოღლუს წინააღმდეგ რამდენიმე გამოძიება დაიწყო, მათ შორის გამოძიებაზე, ექსპერტზე ან მოწმეზე ზემოქმედების ფაქტზე. თურქული მედიის ინფორმაციით, პოლიციამ სტამბოლის მერი, ექრემ იმამოღლუ კორუფციასთან და ტერორიზმთან სავარაუდო კავშირების შესახებ მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დააკავა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მაკრონმა სტარმერს მადლობა გადაუხადა და საფრანგეთსა და ბრიტანეთს შორის თანამშრომლობის გაგრძელება გამოაცხადა
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა
პოლონეთმა ზელენსკის მიერ დაბრუნებული „თეთრი არწივის ორდენის“ მიღება დაადასტურა
გვარამია ენმ-ზე - ხალხი ერთ პარტიაშია და ბრიფინგებით, სატელევიზიო ეთერებით და სტატუსებით ელაპარაკება ერთმანეთს და წყევლის და აგინებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics