02:22 - 25 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-03-16 12:53:08, 774 ნახვა

პოლიტიკა
გიორგი ვაშაძე - საქართველოსა და ამერიკას შორის ურთიერთობები დალაგებას დაიწყებს, როგორც კი დაინიშნება ახალი არჩევნები

საქართველოსა და ამერიკას შორის ურთიერთობები დალაგებას დაიწყებს, როგორც კი პოლიტპატიმრების გათავისუფლება დაიწყება და ახალი არჩევნები დაინიშნება , - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, „MEGOBARI აქტი“ ნიშნავს “კიდევ უფრო მეტ ზეწოლას, წნეხს ყველა იმ ადამიანზე, ვინც აყალბებს ქართველი ხალხის ნებას”.

“საქართველოს და ამერიკას შორის ურთიერთობები დალაგებას დაიწყებს, როგორც კი პოლიტპატიმრების გათავისუფლება დაიწყება და ახალი არჩევნები დაინიშნება. საბოლოოდ, სტრატეგიული პარტნიორობა აღდგება, როგორც კი ხელისუფლებას შევცვლით და ამ ანტიდასავლურ, ანტიჰუნანურ, ანტიდემოკრატიულ ძალებს, თვითმარქვია რეჟიმს გავისტუმრებთ და ხელისუფლებაში დემოკრატიული ძალები მოვა. სწორედ, MEGOBARI აქტიც ამის ფუნდამენტია. ჩვენ გვაქვს ორი არჩევანი - ან იზოლაცია - საითაც “ქართულ ოცნებას” დღეს საქართველო მიჰყავს, ან ინტეგრაცია - ამერიკასთან, ევროპასთან, მეტი ინვესტიციები, მეტი სამუშაო ადგილები, მეტი უვიზო მიმოსვლა, მეტი სარგებელი ქართველ ხალხს, რომელიც გვაქვს საპირწონედ. აი, ეს არის MEGOBARI აქტის შინაარსიც. ამიტომ ყალბი პროპაგანდა, რასაც [“ქართული ოცნება] არ უნდა ეცადოს, ძალიან კონკრეტული, ობიექტური გარემოებაა. დღევანდელი მძიმე კრიზისის გამოსავლისკენ მიმავალი გზა არის პოლიტპატიმრების გათავისუფლება, ახალი არჩევნების [ჩატარება].

MEGOBARI აქტი თავისთავად ნიშნავს კიდევ უფრო მეტ ზეწოლას, წნეხს ყველა იმ ადამიანზე, ვინც აყალბებს ქართველი ხალხის ნებას. ამასთან, MEGOBARI აქტი ნიშნავს ქართველი ხალხის უკიდეგანო მხარდაჭერას”, - განაცხადა ვაშაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„როსსტატის“ მონაცემებით, ბენზინის ფასების ყოველკვირეული ზრდა ბოლო 20 წლის განმავლობაში ყველაზე დიდია
ზელენსკი: ბელარუსის საზღვარზე აპარატურამ, რომელიც რუსულ დრონებს აკორექტირებდა, მუშაობა შეწყვიტა
დროა: პენიტენციურმა პირობა დაარღვია და ხოშტარიასთან მისი მკურნალი ექიმი არ შეუშვა
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოზე კრიტიკული რეზოლუცია მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics