23:56 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-03-13 13:08:01, 1020 ნახვა

ეკონომიკა
თიბისი - ლიდერი ტექ დამსაქმებელი

თიბისისთვის, როგორც ტექ დამსაქმებლისთვის, მნიშვნელოვანია თანამშრომლებისთვის პროფესიული განვითარების შესაძლებლობების მიცემა, გუნდში ინოვაციებისა და კოლაბორაციების წახალისება. სწორედ, ამ მიზნების აღსრულებისთვის შეიქმნა თიბისი ტექ კომუნა  - მიმართულება, რომელიც ტექ პროფესიონალებისთვის საერთაშორისო ბაზრის სტანდარტების მქონე სამუშაო გარემოს შექმნას ემსახურება.

თიბისი ტექი ქმნის ერთიან, მზრუნველ და ინოვაციურ სამუშაო გარემოს, სადაც IT პროფესიონალები ერთმანეთს გამოცდილებას უზიარებენ და ახალი ტექნოლოგიური მიღწევებით გვამარაგებენ.

„ნეთვორქინგი ძალიან საჭირო და აუცილებელია, რაშიც თიბისი ტექ ხალხს ნამდვილად გვიწყობს ხელს. ისეთ მასშტაბურ კომპანიაში, სადაც ყველას ინდივიდუალური გამოცდილება გააჩნია, მნიშვნელოვანია, რომ გვაქვს ტექ შეხვედრები და სესიები, რომლებსაც ხშირად კონფერენციის სახე აქვს. აქ ჩვენი კოლეგები კონკრეტული თემის გარშემო გვიზიარებენ ცოდნას, გვესაუბრებიან თანამედროვე ტექნოლოგიებსა და ხელსაწყოებზე. ასეთი შეხვედრები კოლეგებს ერთმანეთის უკეთ გაცნობაშიც გვეხმარება“ - გვიყვება გიორგი არაბული, დეველოპერი და ასოცირებული პარტნიორი.

თიბისი ხელს უწყობს როგორც პროფესიულ განვითარებას, ისე გუნდურობის გაძლიერებას. თანამშრომლები განსაკუთრებულ მომენტებად არამარტო ტექნოლოგიურ მიღწევებს, არამედ გუნდურ აქტივობებსაც ასახელებენ.

თიბისი აგრძელებს თანამშრომლებისთვის საუკეთესო გარემოს შენებასა და საკუთარი ღირებულებების აქტიურად გავრცელებას, რაც, თავის მხრივ, კომპანიას ტექნოლოგიურ ლიდერად და საუკეთესო დამსაქმებლად წარმოაჩენს.  





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა კიდევ უფრო დაზიანდა ერთი კვირის განმავლობაში მეორეჯერ თავდასხმის შედეგად.
დიდმა ბრიტანეთმა, გერმანიამ და ნატოს კიდევ ხუთმა ქვეყანამ უკრაინას ასობით მილიონი დოლარის ღირებულების დრონებისა და რაკეტების ახალი მიწოდება დაჰპირდნენ
ცოლის ინფორმაციით, ბაქოს სააპელაციო სასამართლომ აფგან სადიგოვი პატიმრობაში დატოვა
ურეკში 4 ადამიანი ზღვის დინებამ წაიღო, მაშველებმა 4-ვე გამოიყვანეს, თუმცა 1 დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics