14:25 - 16 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-03-09 14:01:09, 898 ნახვა

საზოგადოება
აქტივისტების შემდეგ ქვეყანა ჟურნალისტებმა დატოვეს

სამოქალაქო აქტივისტების, სანდრო ქინქლაძისა და ვახო სებისკვერაძის შემდეგ, ქვეყანა ჟურნალისტმა  ირაკლი გაბისონიამ დატოვა. გაბისონია გიორგი ვაშაძის პარტიის პრესსამსახურის უფროსი იყო. მანამდე სხვადასხვა მედიასაშუალებაში მუშაობდა. ქვეყანა ასევე დატოვა ჟურნალისტმა გიგა ბენიამ. იგი ბოლო დროს ტელეკომპანია BMG ში მუშაობდა.

"დროებით, საქართველო, ცეცხლი ოლიგარქიას!" - დაწერა გიგა ბენიამ თავის ფეისბუქ გვერდზე.

,,სამწუხაროდ მომიწია მიმეღო გადაწყვეტილება დროებით დამეტოვებინა ჩემი ქვეყანა. დიდი იმედი მაქვს, რომ სიტუაცია მალე შეიცვლება უკეთესობისკენ და დავბრუნდები სამშობლოში. ამ ეტაპზე სხვა გზა არ მქონდა თორემ ამ ნაბიჯს ნამდვილად არ გადავდგამდი" - უთხრა ირაკლი გაბისონიამ ,,ექსპრწსნიუსს".

შეგახსენებთ, რომ ამ ორი დღის განმავლობაში საქართველოდან თვალთვალის, დადევნების გამო და უსაფრთხოების შენარჩუნების მიზნით, აქტივისტები სანდრო ქინქლაძე და ვახო სებისკვერაძე გაემგზავრნენ. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ემანუელ მაკრონმა ვოლოდიმირ ზელენსკის მასსა და დონალდ ტრამპს შორის შეხვედრის ორგანიზება შესთავაზა
საქართველოს რკინიგზის ყოფილი ხელმძღვანელი დავით ფერაძე დააკავეს
საელჩო: დიდმა ბრიტანეთმა სანქციების ახალ პაკეტში შეიყვანა ხომალდი SILVAR, რომელიც წლის დასაწყისში საქართველოს პორტში იმყოფებოდა
„საქართველოს ბანკის“ წარმომადგენელმა NextGen Payments & RegTech Forum-ზე გამოცდილება გააზიარა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics