01:23 - 19 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-03-07 13:49:41, 2939 ნახვა

ეკონომიკა
როგორ გაიზარდა ბოლო 12 წელში საქართველოს ეკონომიკური ურთიერთობები ირანთან - TI-ს მონაცემები
ტექსტს კითხულობს AI ასისტენტი

"საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" (TI) ინფორმაციით, ბოლო 12 წელში საქართველოს ეკონომიკური ურთიერთობები ირანთან მნიშვნელოვნად გაიზარდა.

კერძოდ:

  • 2000-2012 წლებში საქართველოში 2 370 კომპანია დაარეგისტრირეს ირანის მოქალაქეებმა, 2013-2024 წლებში კი 4-ჯერ მეტი - 9 300 კომპანია.
  • 2012 წელს ირანიდან 82 885 ვიზიტორი შემოვიდა, 2024 წელს კი 2-ჯერ მეტი - 145 670 ვიზიტორი.
  • 2001-2012 წლებში ირანიდან 8 მილიონი დოლარის პირდაპირი ინვესტიცია შემოვიდა, 2013-2024 წლებში კი 5-ჯერ მეტი - 40 მილიონი დოლარის.
  • 2012 წელს საქართველოს სავაჭრო ბრუნვა ირანთან 119 მილიონი დოლარი იყო (19 მლნ ექსპორტი, 101 მლნ იმპორტი), 2024 წელს კი 2.7-ჯერ მეტი - 322 მილიონი დოლარი იყო (37 მლნ ექსპორტი, 285 მლნ იმპორტი).

"ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებასთან ერთად, "ქართული ოცნების" მთავრობა ირანის ხელისუფლებას პოლიტიკურადაც დაუახლოვდა. 2024 წელს, ირაკლი კობახიძე ირანის ყოფილი პრეზიდენტის ებრაჰიმ რაისის დაკრძალვას და ახალი პრეზიდენტის მასუდ ფეზეშქიანის ინაუგურაციას დაესწრო," - წერს TI. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა კიდევ უფრო დაზიანდა ერთი კვირის განმავლობაში მეორეჯერ თავდასხმის შედეგად.
დიდმა ბრიტანეთმა, გერმანიამ და ნატოს კიდევ ხუთმა ქვეყანამ უკრაინას ასობით მილიონი დოლარის ღირებულების დრონებისა და რაკეტების ახალი მიწოდება დაჰპირდნენ
ცოლის ინფორმაციით, ბაქოს სააპელაციო სასამართლომ აფგან სადიგოვი პატიმრობაში დატოვა
ურეკში 4 ადამიანი ზღვის დინებამ წაიღო, მაშველებმა 4-ვე გამოიყვანეს, თუმცა 1 დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics