|
2025-03-05 14:43:20, 478 ნახვა
პოლიტიკა
აბდულა არიპოვი - უზბეკეთი ყოველთვის მზადაა საქართველოსთან მჭიდრო და ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის
უზბეკეთი ყოველთვის მზადაა საქართველოსთან მჭიდრო და ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის როგორც ორმხრივი, ისე მრავალმხრივი ურთიერთობების ყველა ფორმატში, - ამის შესახებ უზბეკეთის პრემიერ-მინისტრმა აბდულა არიპოვმა ირაკლი კობახიძესთან შეხვედრისას განაცხადა. მისი თქმით, უზბეკეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობები ბოლო პერიოდში აქტიურად ვითარდება ყველა მიმართულებით და ეს თანამშრომლობა ეფუძნება ურთიერთნდობის და პატივისცემის პრინციპებს. „ბატონო პრემიერ-მინისტრო, ქართული დელეგაციის წევრებო, ჩემთვის სასიხარულოა თქვენი მასპინძლობა უზბეკეთში. კეთილი იყოს თქვენი ჩამობრძანება. ურთიერთობები უზბეკეთსა და საქართველოს შორის ბოლო პერიოდში აქტიურად ვითარდება ყველა მიმართულებით და ეფუძნება ურთიერთნდობის და პატივისცემის პრინციპებს. თანამშრომლობა ეკონომიკის სხვადასხვა სფეროში ინტენსიურად მიმდინარეობს. ორმხრივი ვაჭრობის მაჩვენებლები იზრდება, ასევე ხორციელდება ერთობლივი პროექტები. კულტურული, ჰუმანიტარული და რეგიონთაშორისი კავშირები მტკიცდება. უზბეკეთი ყოველთვის მზადაა საქართველოსთან მჭიდრო და ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის როგორც ორმხრივი, ისე მრავალმხრივი ურთიერთობების ყველა ფორმატში. დღეს ჩვენი მთავრობების მთავარ ამოცანას წარმოადგენს იმ შეთანხმებების დროული განხორციელება, რომლებიც ეხება ახალ შეთავაზებებს ჩვენი ურთიერთობების შემდგომი გაღრმავებისთვის. ბატონო ირაკლი, დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრის რანგში თქვენი პირველი ოფიციალური ვიზიტი უზბეკეთში კიდევ უფრო განამტკიცებს ურთიერთსასარგებლო ურთიერთობებს ჩვენს ქვეყნებს შორის, ასევე ახალ ბიძგს მისცემს ჩვენს თანამშრომლობას. დღეს ჩვენ გვაქვს კარგი შესაძლებლობა, ერთმანეთს გავუზიაროთ მოსაზრებები ორმხრივი დღის წესრიგის აქტუალურ საკითხებზე", - განაცხადა უზბეკეთის პრემიერ-მინისტრმა.
ტრამპმა გამოაცხადა, რომ აშშ მზადაა ვენესუელაში მიწისძვრის გამო დახმარება გაუწიოს
ვენესუელაში მიწისძვრის ორი სერია მოხდა - 7.2 და 7.5 მაგნიტუდის სიმძლავრის, არიან დაღუპულები
„როსსტატის“ მონაცემებით, ბენზინის ფასების ყოველკვირეული ზრდა ბოლო 20 წლის განმავლობაში ყველაზე დიდია
ზელენსკი: ბელარუსის საზღვარზე აპარატურამ, რომელიც რუსულ დრონებს აკორექტირებდა, მუშაობა შეწყვიტა
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ბელარუსის ოპოზიციამ უკრაინას მინსკის მიერ ომისთვის შესაძლო მზადების ნიშნების შესახებ ანგარიში გადასცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)