20:33 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-10 12:33:04, 595 ნახვა

საზოგადოება
საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის მიერ გამოცხადებული ფოტო-კონკურსი გრძელდება

 საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის მიერ, სიყვარულის თემაზე ბოტანიკურ ბაღში გადაღებული ფოტოების კონკურსი გრძელდება.
თბილისის მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია, როგორც მოყვარულ, ასევე პროფესიონალ ფოტოგრაფებს. 
მათივე ინფორმაციით, მონაწილეობის მსურველებმა 25 მარტამდე უნდა გამოაგზავნონ ბოტანიკურ ბაღში გადაღებული ფოტოები შემდეგ მისამართზე: marketing@nbgg.ge.
გამარჯვებულთათვის დაწესებულია სხვადასხვა სახის პრიზები.
კონკურსის შესახებ, დამატებითი ინფორმაცია განთავსებულია საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის ვებ-გვერდზე: http://www.nbgg.ge
გამარჯვებულების დაჯილდოება და საუკეთესო ნამუშევრების გამოფენა გაიმართება 15 აპრილს ბოტანიკური ბაღის ვიზიტორთა ცენტრში. 
გამოფენა გაგრძელდება ერთი კვირის განმავლობაში.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ნავროცკიმ ზელენსკის მიმართა „თეთრი არწივის“ სკანდალის ფონზე
ღობის საქმის მოსამართლე: თქვენ ყველანი პატიოსანი ადამიანები ხართ, მაგრამ კანონი დაარღვიეთ
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციის პროექტში საქართველოში დემოკრატიის უკუსვლაზეა საუბარი
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ვორონეჟში რაკეტსაწინააღმდეგო ნახევარგამტარების ქარხანაზე იერიში მიიტანეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics