|
2025-03-01 10:48:45, 508 ნახვა
მსოფლიო
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი დონალდ ტრამპსა და ვოლოდიმირ ზელენსკის ტელეფონით ესაუბრა
კირ სტარმერი დონალდ ტრამპსა და ვოლოდიმირ ზელენსკის ესაუბრა, - ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს. დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერის ცნობით, კირ სტარმერი უკრაინისა და აშშ-ის პრეზიდენტებს, დონალდ ტრამპსა და ვოლოდიმირ ზელენსკის თეთრ სახლში გამართული დაძაბული შეხვედრის შემდეგ ტელეფონით ესაუბრა. „პრემიერ-მინისტრი პრეზიდენტ ტრამპსა და პრეზიდენტ ზელენსკის ესაუბრა. ის უკრაინის მიმართ ურყევ მხარდაჭერას ინარჩუნებს და ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ უკრაინის სუვერენიტეტსა და უსაფრთხოებაზე დამყარებული ხანგრძლივი მშვიდობისკენ მიმავალი გზა იპოვოს“, - ნათქვამია განცხადებაში. ამასთან, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის მიწვევით, ვოლოდიმირ ზელენსკი კვირას ლონდონში ჩავა, სადაც ევროპელი ლიდერების სამიტი გაიმართება.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ბელარუსის ოპოზიციამ უკრაინას მინსკის მიერ ომისთვის შესაძლო მზადების ნიშნების შესახებ ანგარიში გადასცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)