12:55 - 14 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-02-28 11:54:29, 1335 ნახვა

ომი უკრაინაში
რუსებმა უკრაინას 200-ზე მეტი დრონით შეუტიეს

რუსულმა ძალებმა უკრაინას, 27 თებერვლის საღამოდან, „შაჰედის“ და სხვა ტიპის 208 უპილოტო საფრენი აპარატით შეუტიეს, 204-მა მათგანმა სამიზნეს ვერ მიაღწია, - ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, უკრაინელებმა 107 დრონი ხარკოვში, პოლტავაში, სუმიში, კიევში, ჩერნიგოვში, ჩერკასში, ვინიცაში, ჟიტომირში, კიროვოჰრადში, დნიპროპეტროვსკში, ზაპორიჟიესა და მიკოლაივის ოლქებში ჩამოაგდეს.

ამასთან, 97 დრონი ლოკალურად უარყოფითი შედეგების გარეშე დაიკარგა.

თავდასხმის შედეგად დაზარალდა ხარკოვის, სუმის, ნიკოლაევისა და ზაპოროჟიეს ოლქები.

გავრცელებული ინფორმაციით, დრონები რუსეთის ქალაქებიდან : ორიოლიდან, ბრიანსკიდან, კურსკიდან, მილეროვოდან, შატალოვოდან და პრიმორსკო-ახტარსკიდან გაუშვეს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ბრიტანეთმა რუსული „ჩრდილოვანი ფლოტის“ ტანკერი დააკავა
დრონის დარტყმები რუსეთში: ხანძარი ტულის რეგიონში მდებარე „აზოტის“ ქარხანაში
ტრამპის ადმინისტრაციამ 20 მდე მიგრანტი ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში გადაასახლა, მათ შორის არიან ქართველებიც
ტრამპი ირანთან შეთანხმების მიღწევას დაჰპირდა, თუმცა თეირანი რაიმე შეთანხმებას უარყოფს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics