14:13 - 25 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-02-28 09:54:53, 578 ნახვა

პოლიტიკა
ევროკავშირის ლიდერები უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებებში სპეციალური წარმომადგენლის დანიშვნას განიხილავენ

ევროკავშირის ლიდერები უკრაინაში მიმდინარე ომის დასრულების შესახებ პოტენციურ მოლაპარაკებებში სპეციალური წარმომადგენლის დანიშვნას 6 მარტს დაგეგმილი შეხვედრის დროს განიხილავენ, - ინფორმაციას Bloomberg-ი ავრცელებს.

გამოცემა წერს, რომ ამ განხილვამ აქტუალობა მას შემდეგ შეიძინა, რაც ვაშინგტონმა პირდაპირი მოლაპარაკებები დაიწყო რუსეთთან და საუბარში არ მონაწილეობენ არც უკრაინა და არც ევროპა.

Bloomberg-ის ინფორმაციით, სამიტი ასევე გახდება პლატფორმა უკრაინის სამომავლო უსაფრთხოებისა და პოტენციური ომისშემდგომი დარეგულირების შესახებ ევროკავშირის უფრო ფართო ხედვის გამოსახატავად. ლიდერები განიხილავენ, როგორი უნდა იყოს სამშვიდობო პირობები და რა ვალდებულებები აქვს ბლოკს.

გარდა ამისა, ევროკომისია აპირებს, რომ შეხვედრაზე კონტინენტის თავდაცვის ინდუსტრიის გაძლიერების გეგმა წარადგინოს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
SJC: რუსეთის მიერ ცხინვალის რეგიონის ფაქტობრივი ანექსია უფრო აგრესიულ ეტაპზე გადავიდა
„თეგეტამ“ „დეილი ჯგუფს“ საოპერაციო ლიზინგის ფარგლებში FAW-ის 50 სატვირთო ავტომობილი მიაწოდა
ბერა ივანიშვილზე დაწერილი პოსტის გამო, ნატა ფერაძე სასამართლოში დაიბარეს
სუს: სოფელ ბერუშეთთან ოკუპანტების მიერ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics