14:12 - 25 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-02-26 15:00:21, 389 ნახვა

პოლიტიკა
თავდაცვის მინისტრი - ამ დროისთვის, ჩვენს წინაშე დასმული ამოცანისთვის მობილიზებული ძალები საკმარისია

ამ დროისთვის, ჩვენს წინაშე დასმული ამოცანისთვის ჩვენი მობილიზებული ძალები საკმარისია, დამატებითი საჭიროების შემთხვევაში რამდენიმე საათში შევძლებთ დამატებითი ძალების ჩართვას,- ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ჩიქოვანმა გურიაში, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, დახმარების მიზნით, ჯარისკაცები უშუალოდ არიან კონკრეტულ სოფლებში.

„პრემიერის დავალებით, თავდაცვის ძალები უკვე მონაწილეობენ სტიქიასთან გამკლავების ღონისძიებებში, მობილიზებულია რამდენიმე ათეული სპეციალური ტექნიკა, რომელიც გამოიყენება იმისთვის, რათა მივიდეთ ისეთ ადგილებში, სადაც მისვლა გართულებულია, ამავე დროს ჩვენი ძალები ჩართულები არიან გაწმენდით სამუშაოებში. თავდაცვის ძალების წარმომადგენლები, ჯარისკაცები უშუალოდ არიან კონკრეტულ სოფლებში, სადაც შედიან ოჯახ-ოჯახ.

იმ ადამიანებთან, ვისაც ყველაზე უფრო მეტად სჭირდებათ დახმარება კომუნიკაცია მყარდება, თუ არსებობს რაიმე საშუალება, რითაც შეუძლიათ ადგილზე მიაწოდონ საკვები თუ მედიკამენტი ამასაც უზრუნველყოფენ. ამავე დროს, მათ ოპერატიული კავშირი აქვთ თითოეულ შტაბთან, ეს საშუალებას იძლევა, მათ მიაწოდონ ოპერატიული ინფორმაცია შტაბებს, დამატებითი საჭიროების შემთხვევაში სხვა ჯგუფებიც მივიდნენ. რამდენიმე ასეული ჯარისკაცია მობილიზებული, სხვა საჭიროების არსებობის შემთხვევაშიც, მომავალშიც შეგვიძლია დამატებითი ძალის გამოყენება. ამ ეტაპზე ასეთი დავალება არ არის“,- აღნიშნა ჩიქოვანმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
SJC: რუსეთის მიერ ცხინვალის რეგიონის ფაქტობრივი ანექსია უფრო აგრესიულ ეტაპზე გადავიდა
„თეგეტამ“ „დეილი ჯგუფს“ საოპერაციო ლიზინგის ფარგლებში FAW-ის 50 სატვირთო ავტომობილი მიაწოდა
ბერა ივანიშვილზე დაწერილი პოსტის გამო, ნატა ფერაძე სასამართლოში დაიბარეს
სუს: სოფელ ბერუშეთთან ოკუპანტების მიერ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics