18:57 - 25 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-02-21 15:20:18, 388 ნახვა

პოლიტიკა
სივ მოსლეტი - ვგმობთ საქართველოში დემონსტრანტების, მედიის მუშაკების, სამოქალაქო საზოგადოებისა და ოპოზიციის წინააღმდეგ სასტიკი ძალის გამოყენებას

კოლეგებო, ბევრი ჩვენგანი ვიყავით საქართველოში ოქტომბერში ჩატარებული არჩევნების სადამკვირვებლო მისიის ნაწილი. ღრმად შეშფოთებული ვართ იქ არსებული სიტუაციით, - ამის შესახებ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაში ნორვეგიის დელეგაციის ხელმძღვანელმა, სივ მოსლეტმა ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიის შეხვედრაზე, სამი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, გმობენ საქართველოში დემონსტრანტების, მედიის მუშაკების, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების და ოპოზიციის წინააღმდეგ სასტიკი ძალის გამოყენებას.

„ვგმობთ საქართველოში პოლიციისა და უსაფრთხოების ძალების სასტიკი ძალის გამოყენებას დემონსტრანტების, მედიის მუშაკებისა, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების და ოპოზიციის წინააღმდეგ“, - აღნიშნა ნორვეგიელმა პოლიტიკოსმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ნაძალადევის გამგეობა: სკვერში მოზარდებმა ატრაქციონი დააზიანეს, დაშავდა 1 მოზარდი
ისწავლე საზღვარგარეთ საქართველოს ბანკის სტიპენდიით - მოსწავლეებისთვის შექმნილ საერთაშორისო პროგრამაზე მიღება მალე დაიწყება
CPJ: მოვუწოდებთ ოცნებას, შეწყვიტოს ფორმულას წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის გამოძიება
პროკურატურამ ფორმულას მიმართ აღძრულ საქმეზე გამოკითხვაზე დავით ქაშიაშვილი დაიბარა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics