02:11 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-02-20 12:23:41, 411 ნახვა

მსოფლიო
ბერნი სანდერსი - ჩვენ ევროპელ მოკავშირეებთან ერთად უნდა დავდგეთ პუტინისა და ტრამპის ავტორიტარიზმის წინააღმდეგ

გავლენიანი ამერიკელი სენატორი ბერნი სანდერსი დონალდ ტრამპის განცხადებას გამოეხმაურა, რომ ზელენსკი არის "დიქტატორი არჩევნების გარეშე."

"უინსტონ ჩერჩილი მართალი იყო: 'დემოკრატია არის მმართველობის ყველაზე უარესი ფორმა, იმ ფორმების გარდა, რომლებიც უკვე გამოცდილია.' ძალიან ბევრი ამერიკელი იბრძოდა და დაიღუპა დემოკრატიის დასაცავად. ჩვენ ევროპელ მოკავშირეებთან ერთად უნდა დავდგეთ პუტინისა და ტრამპის ავტორიტარიზმის წინააღმდეგ." - დაწერა სანდერსმა X-ზე.

აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი Truth Social-ის საკუთარ გვერდზე უკრაინაში მიმდინარე ომსა და ვოლოდიმირ ზელენსკის პოლიტიკას გამოეხმაურა. მისი განცხადებით, შეერთებულმა შტატებმა ევროპაზე გაცილებით მეტი თანხა დახარჯა უკრაინის დახმარებისთვის, მაშინ როცა კონფლიქტი, მისი თქმით, პირველ რიგში ევროპას უნდა აღელვებდეს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პუტინს აცნობეს ბენზინის წარმოების სწრაფად გაზრდის შეუძლებლობის შესახებ
რუბიო: აშშ ირანისა და ლიბანის მოლაპარაკებებს ერთმანეთისგან მიჯნავს, თუმცა „ირანის ფაქტორს“ აღიარებს
ხოშტარიას მკურნალობაში მისი მკურნალი რევმატოლოგი ჩაერთვება და გასინჯავს
პუტინი გაგლოევს: ოსებს შეუძლიათ იამაყონ თავიანთი წინაპრებით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics