07:09 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-02-18 08:46:11, 409 ნახვა

მსოფლიო
დანიის პრემიერ-მინისტრი - ახლა რუსეთი მთელ ევროპას ემუქრება

რუსეთი მთელ ევროპას ემუქრება, - ამის შესახებ დანიის პრემიერ-მინისტრმა, მეტე ფრედერიქსენმა პარიზში, ევროპელი ლიდერების საგანგებო სამიტის დასრულების შემდეგ განაცხადა.

„სამწუხაროდ, ახლა რუსეთი მთელ ევროპას ემუქრება. ყველაზე მნიშვნელოვანი ახლა ის არის, რომ უკრაინელებმა ის მიიღონ, რაც სჭირდებათ, რათა ეს ომი არ წააგონ და საუკეთესო მდგომარეობაში იყვნენ“, - განაცხადა მეტე ფრედერიქსენმა.

მისი თქმით, მოლაპარაკებებში უკრაინის პირდაპირი ჩართვის გარეშე სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა შეუძლებელია.

ამასთან, პოლონეთის პრემიერ-მინისტრის, დონალდ ტუსკის განცხადებით, დონალდ ტრამპის მმართველობის პერიოდში აშშ-ისა და ევროკავშირის ურთიერთობები ახალ ეტაპზე გადადის.

„თუ შესაძლებელი იქნება უსაფრთხოების გარანტიების შეთავაზება აშშ-სთან და ნატო-სთან ერთად, მაშინ პოლონეთი სხვადასხვა კუთხით იმოქმედებს, მაგრამ მე პოლონეთის ჯარების უკრაინაში გაგზავნას არ განვიხილავ“, - აღნიშნა ტუსკმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პუტინს აცნობეს ბენზინის წარმოების სწრაფად გაზრდის შეუძლებლობის შესახებ
რუბიო: აშშ ირანისა და ლიბანის მოლაპარაკებებს ერთმანეთისგან მიჯნავს, თუმცა „ირანის ფაქტორს“ აღიარებს
ხოშტარიას მკურნალობაში მისი მკურნალი რევმატოლოგი ჩაერთვება და გასინჯავს
პუტინი გაგლოევს: ოსებს შეუძლიათ იამაყონ თავიანთი წინაპრებით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics