|
2016-03-09 11:57:38, 1159 ნახვა
კომენტარი
ხიდაშელი: ამერიკის მთავრობამ გვაცნობა, რომ ბათირაშვილის ლიკვიდაციის შესახებ ვარაუდი არსებობს, თუმცა ეს არის ვარაუდი
თავდაცვის მინისტრის თინა ხიდაშელის განცხადებით, მისმა უწყებამ თარხარ ბათირაშვილის შესაძლო ლიკვიდაციასთან დაკავშირებით ინფორმაცია დღეს დილით მიიღო. როგორც ხიდაშელმა აღნიშნა, სხვა დამატებითი დეტალი ამ დროისთვის უცნობია. "ამის შესახებ ინფორმაცია, მე დღეს დილით მომივიდა, მაგრამ რა თქმა უნდა ამის შესახებ არაფრის თქმა არ შემიძლია. ამ წუთის მდგომარეობით, ჩვენ ზუსტად ისევე ველოდებით საბოლოო პასუხებს, როგორც დანარჩენი საზოგადოება. ჩვენს პარტნიორებთან აქტიური და ქმედითი ურთიერთობა გვაქვს ნებისმიერ საკითხზე. მათ გვაცნობეს, ხაზგასმით ვამბობ, რომ ასეთი ვარაუდი არსებობს, თუმცა ეს არის ვარაუდი", - განაცხადა თინა ხიდაშელმა, ნატო-ს წევრი ქვეყნების ელჩებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ. შეგახსენებთ, დასავლური მედიის ინფორმაციით, ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო ძალებმა "ისლამური სახელმწიფოს“ ერთ-ერთი ლიდერის, წარმოშობით პანკისელი ტერორისტის, აბუ ომარ ალ-შიშანის, იგივე თარხან ბათირაშვილი შესაძლოა, ლიკვიდირებული იყოს.
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)