01:06 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-02-15 23:51:04, 677 ნახვა

პოლიტიკა
სალომე ზურაბიშვილმა ევროპელ ლიდერებს ქართული მედიის წერილი გადასცა

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე, უმაღლესი დონის შეხვედრებისას ევროპელ ლიდერებსა და საერთაშორისო ორგანიზაციების ხელმძღვანელებს ქართულ მედიაში შექმნილი მდგომარეობა გააცნო,

დაკავებული, მოშიმშილე ჟურნალისტის, მზია ამაღლობელის შესახებ ესაუბრა და ის წერილი გადასცა, რომელიც მედიის წარმომადგენლებმა თბილისში, პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ მოამზადეს.

ქართული მედიის 17 წარმომადგენლის წერილი, რომელიც ბოლო პერიოდში, ქვეყანაში განვითარებული მოვლენების ფონზე ტელევიზიებში, რეგიონულ მედიასა და ონლაინმედიაში შექმნილ მდგომარეობას ასახავდა, პრეზიდენტმა გადასცა: ესტონეთის პრეზიდენტს, ალან კარის, მოლდოვას პრეზიდენტს, მაია სანდუს, ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს, ალენ ბერსეს, საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს, კაია კალასს, ჰელსინკის კომისიის თანათავმჯდომარეს, ჯო უილსონს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციები 2027 წლის ივლისის ბოლომდე გაახანგრძლივა
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
საიამ მზია ამაღლობელის პოლიტიკური ბრალდების საქმეზე სტრასბურგში მეოთხე საჩივარი წარადგინა
თბილისში კაცი დაჭრეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics