|
2025-02-13 15:13:04, 399 ნახვა
პოლიტიკა
ევროპარლამენტარი - მოვითხოვთ ახალ არჩევნებსა და სანქციებს, ეს ზომები უნდა იყოს მიმართული იმ თვითგამოცხადებული ხელისუფლებისკენ
თუ ვისაუბრებთ ამ პოლიტიკური კრიზისიდან გამოსვლის გზებზე, ყველაზე მკაფიო გამოსავალი არის ახალი არჩევნები - ამის შესახებ, ევროპის პარლამენტის წევრმა, რენიერ ვან ლანშოტმა განაცხადა. მისივე თქმით, არჩევნები უნდა იყოს თავისუფალი და სამართლიანი, რათა ქართველმა ხალხმა გადაწყვიტოს თავისი მომავალი. ,,ჩვენ მივიღებთ რეზოლუციას იმის შესახებ, თუ რა ხდება საქართველოში და რა უნდა გავაკეთოთ ამისთვის. ჩვენ მოვითხოვთ ახალ არჩევნებსა და სანქციებს, ასევე ვთხოვთ ევროპულ საბჭოს, რომელშიც წევრი სახელმწიფოების ლიდერები არიან გაერთიანებულები, სლოვაკეთისა და უნგრეთის გარეშეც მიიღონ ზომები. ამ ზომებმა არ უნდა დააზიანოს ქართველი ხალხი, არამედ უნდა იყოს მიმართული იმ თვითგამოცხადებული ხელისუფლებისკენ, რომელიც საქართველოს ავტოკრატიად აქცევს", - განაცხადა ევროპარლამენტარმა.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)