13:47 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-02-13 13:25:30, 369 ნახვა

მსოფლიო
კანადის თავდაცვის მინისტრი - აუცილებელია, რომ უკრაინა მოლაპარაკების ნაწილი იყოს

კანადას მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი, რომ ვიქნებით უკრაინის გვერდით, რათა უზრუნველვყოთ სამართლიანი და გრძელვადიანი მშვიდობა, - ამის შესახებ კანადის თავდაცვის მინისტრმა, ბილ ბლერმა ნატო-ს თავდაცვის მინისტრების შეხვედრამდე ბრიუსელში ჟურნალისტებს განუცხადა.

„ვფიქრობ, ბოლო თითქმის სამი წლის განმავლობაში ალიანსი საოცრად ძლიერი და მტკიცეა, რომ უკრაინას მიაწოდოს ის საშუალებები, რაც მას ქვეყნის წინააღმდეგ განხორციელებული უკანონო შეჭრისგან თავის დასაცავად ესაჭიროება“, - აღნიშნა თავდაცვის მინისტრმა.

ამასთან, მან ხაზი გაუსვა, რომ აუცილებელია, უკრაინა ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებებში იყოს ჩართული.

„გვაქვს მიმდინარე დისკუსიები აშშ-ს პრეზიდენტსა და ვლადიმერ პუტინს შორის. ჩვენი გადმოსახედიდან, აუცილებელია, რომ უკრაინა ამ მოლაპარაკების ნაწილი იყოს და ჩვენ ვაპირებთ გავაგრძელოთ მათი მხარდაჭერა, რათა რაც შეიძლება ძლიერ პოზიციაში იყვნენ“, - აღნიშნა ბილ ბლერმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ფასდაკლებული პროდუქტის სამთავრობო პორტალი ჩაირთო
გვარაკიძე: კვლავ მკაცრი იყო პროკურატურის პოლიტიკა ოჯახურ დანაშაულზე, ყველას პატიმრობას ვითხოვდით
საქმე ეხება ფსიქოტროპული წამლებით უკანონო ვაჭრობას - დაკავებულია 17 პირი
რუსეთის კიდევ შვიდ რეგიონში ბენზინის გაყიდვებზე შეზღუდვები დაწესდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics