12:40 - 19 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-02-11 14:47:57, 456 ნახვა

სამართალი
საია - თემურ ქათამაძის ჯანმრთელობის დამძიმება ან რაიმე მძიმე შედეგი სრულად სახელმწიფოს პასუხისმგებლობა იქნება

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის განცხადებით, თემურ ქათამაძის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ინფორმაცია შესაბამის უწყებებს კვლავ არ წარუდგენიათ, ხოლო ხელთარსებული სამედიცინო დოკუმენტაციის გაცნობის შედეგად, სამედიცინო გამოკვლევების ჩატარების აუცილებლობა იკვეთება.

"თემურ ქათამაძე უკვე 26 დღეა შიმშილობს, მიუხედავად იმისა, რომ საიამ არაერთხელ მოითხოვა მის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია, შესაბამისი უწყებები ამ ინფორმაციას არ გვაწვდიან.

მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმირებულია სახალხო დამცველის აპარატი და მათგან მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, სამედიცინო დოკუმენტაციის გაცნობის შემდეგ გამოიკვეთა გარკვეული სამედიცინო გამოკვლევების ჩატარების აუცილებლობა. აღსანიშნავია, რომ სახალხო დამცველის აპარატმაც ვერ მიიღო სამედიცინო დოკუმენტები დროულად.

ამ პერიოდში თემურ ქათამაძეს უკვე 4 სასამართლო პროცესი ჰქონდა. ბოლო პროცესზე, რომელიც თბილისის სააპელაციო სასამართლოში გაიმართა, ძალაში დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ბრძანება და თემურ ქათამაძე კვლავ რჩება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის დროებითი განთავსების ცენტრში დაკავების საფუძვლის აღმოფხვრამდე ან მისი საქართველოდან გაძევების გადაწყვეტილების აღსრულებამდე, მაგრამ არაუმეტეს 3 თვის ვადით.

დაკავებულის სიცოცხლესა და ჯანმრთელობაზე პასუხისმგებელია სახელმწიფო, რადგან ის სახელმწიფოს კონტროლის ქვეშ იმყოფება. შესაბამისად, თემურ ქათამაძის ჯანმრთელობის დამძიმება ან რაიმე მძიმე შედეგი სრულად სახელმწიფოს პასუხისმგებლობა იქნება". - წერს საია.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია შსს-ს მოუწოდებს, "მოგვაწოდოს ინფორმაცია, რა კვლევები უტარდება თემურ ქათამაძეს და როგორია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა, ასევე, იმოქმედონ შესაბამისი სამედიცინო გაიდლაინებით და შიმშილობის ამ ვადისთვის საჭირო ყველა ლაბორატორიულ-ინსტრუმენტული კვლევები ჩაუტარონ დაკავებულ პირს შესაბამისი აღჭურვილობის მქონე დაწესებულებაში".

ქათამაძის მიერ ბათუმელებისთვს ემიგრაციის დეპარტამენტის დროებითი მოთავსების იზოლატორიდან გამოგზავნილ წერილში რეჟიმის პატიმარი წერდა, რომ დაკავებისას მასზე ფიზიკურად იძალადა ირაკლი დგებუაძემ და 10-მა პოლიციელმა.

6 თებერვალს ქათამაძის ადვოკატმა განაცხადა, რომ ბათუმელმა მედროშემ 15 კილოგრამი დაიკლო და მას გადაადგილებაც უჭირს.

შეგახსნებთ, ბათუმელი მედროშე, თემურ ქათამაძე 26 დღეა შიმშილობს.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„გაიარე მეტი უსაფრთხოდ“ - „თეგეტა მოტორსის“ საგზაო უსაფრთხოების კამპანია სკოლებში
საქართველოში ვიზიტის შემდეგ, ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი ანგარიშს აქვეყნებს
მოემზადეთ PLUS-ის დაბადების დღისთვის - მიიღეთ 20%-იანი PLUS ქულების ქეშბექი Alta-ში DREAME-ის პროდუქციის შეძენისას
ქალი პოლიტიკოსები რუსთავის ციხესთან შეიკრიბნენ და ელენე ხოშტარიას სოლიდარობა გამოუცხადეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics