18:40 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-02-07 09:34:41, 426 ნახვა

მსოფლიო
სიკორსკი - მინდა არა ის, რომ ვლადიმერ პუტინი მოლაპარაკებებში მონაწილეობდეს, არამედ ის, რომ ის უკრაინიდან გავიდეს

მინდა არა ის, რომ ვლადიმერ პუტინი მოლაპარაკებებში მონაწილეობდეს, არამედ ის, რომ ის უკრაინიდან გავიდეს. მას შეუძლია ეს ხუთ წუთში გააკეთოს, - ამის შესახებ პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, რადოსლავ სიკორსკიმ ბრიუსელში ჟურნალისტებს განუცხადა.

მას სთხოვეს, კომენტარი გაეკეთებინა სამშვიდობო მოლაპარაკებებში ჩართვაზე პუტინის მზადყოფნაზე.

„მინდა არა ის, რომ ვლადიმერ პუტინი მოლაპარაკებებში მონაწილეობდეს, არამედ ის, რომ ის უკრაინიდან გავიდეს. თუ ამას არ გააკეთებს, საერთაშორისო სასამართლოს წინაშე წარდგება. მას არაფერი ესაქმება გაეროს სხვა წევრი ქვეყნის ტერიტორიაზე", - აღნიშნა სიკორსკიმ.

მისი თქმით, აწუხებს რუსული რეჟიმის ბუნება და პუტინის კონტროლი რუსეთზე.

"ამ პირობებში, პუტინმა, შეიძლება, ცუდი ომი ამჯობინოს კარგ მშვიდობას. რადგან მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ომი გაგრძელდება, ის თავს მნიშვნელოვნად იგრძნობს. ეს არის ყველა დიქტატორული რეჟიმის ბუნება, რომელიც ომებს იწყებს", - განაცხადა პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„თეგეტა“ კავკასიის რეგიონში UD Trucks-ის ოფიციალური იმპორტიორი გახდა
გენერალური პროკურორი - კორუფცია ყოველთვის იყო, არის და იქნება
სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ელენე ხოშტარიასთან მკურნალი ექიმი ვერ შედის
რა წერია საქართველოს შესახებ PACE-ს რეზოლუციაში - სრულად
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics