13:46 - 21 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-02-05 22:50:53, 1006 ნახვა

სამართალი
შსს ტაბულას ჟურნალისტს გზის გადაკეტვას ედავება როცა იგი ჟურნალისტურ საქმიენობას ასრულებდა

ტაბულას რეპორტიორს, ნიკოლოზ ჭირაქაძეს გუშინ შინაგან საქმეთა სამინისტრომ სატელეფონო ზარით აცნობა, რომ 17 იანვარს მან რუსთაველზე გზა გადაკეტა და ამის გამო, სასამართლოს წინაშე უნდა წარსდგეს. - ამის შესახებ გამოცემა "ტაბულა" იუწყება

ნიკოლოზ ჭირაქაძე 17 იანვარს რუსთაველის გამზირზე ასრულებდა პროფესიულ მოვალეობას, ეკიდა პრესის ბარათი.

მეტიც, ნიკოლოზ ჭიქარაძე იმავე დღეს ტაბულას პირდაპირ ეთერში აშუქებდა საპროტესტო აქციას. ამავე პირდაპირ ეთერში მან პოლიციას თავიც წარუდგინა (ვიდეო კომენტარებში).

საზოგადოებას ვაცნობებთ, რომ ტაბულა ივანიშვილის რეჟიმის მიერ შექმნილი ექსტრაორდინარული სიტუაციის, ჟურნალისტების წამებისა და ცემის მიუხედავად, მუშაობას აგრძელებს პროფესიული სტანდარტის ორდინარული წესების დაცვით.

დღეს ცნობილი გახდა რომ ფოტორეპორტიორ ვახო ქარელს შინაგან საქმეთა სამინისტრო გზის გადაკეტვას ედავება იმ აქციაზე, რომელსაც ფოტოგრაფი აშუქებდა.

 ფოტორეპორტიორ ვახო ქარელს შინაგან საქმეთა სამინისტრო 26 იანვარს გზის გადაკეტვას ედავება. ვახო ქარელი ამ და სხვა აქციებზეც თავის პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა და საპროტესტო აქციას აშუქებდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ევროპაში საბრძოლო ველზე სუპერტანკი წარადგინეს, რომელიც რობოტული კოშკურითა და დრონებითაა აღჭურვილი .
ვენსი შვეიცარიაში ირანთან მოლაპარაკებებისთვის ჩავიდა
მზია ამაღლობელი - ელენე ხოშტარიას მდგომარეობის დაიგნორება გაუჭირდებათ - მინდა მას ვუთხრა, რომ მარტო არ არის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics