13:32 - 21 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-02-05 17:15:54, 426 ნახვა

სამართალი
საია-ს თავმჯდომარე - პალატაში მზიას საკვები დაუტოვეს, ეს არის ფსიქოლოგიური ზეწოლის დამატებითი ფორმა

მზიას პალატაში ადვოკატს დახვდა მზიასთვის კლინიკის მიერ შეტანილი საკვები. მოშიმშილე პატიმარს შეუტანეს საჭმელი და მიუხედავად იმისა, რომ მზიამ უარი თქვა მის მიღებაზე, იქვე დაუტოვეს. ეს არის ფსიქოლოგიური ზეწოლის დამატებითი ფორმა, - ამის შესახებ „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ხელმძღვანელი, ნონა ქურდოვანიძე სოციალურ ქსელში წერს.

როგორც ნონა ქურდოვანიძე აღნიშნავს, მზია ამაღლობელი არ შიმშილობს იმიტომ, რომ ამის გამო რაიმე შეღავათი მიიღონ.

„დღეს მზია ამაღლობელი კლინიკაში მოინახულა საია-ს ადვოკატმა. მზიას პალატაში ადვოკატს დახვდა მზიასთვის კლინიკის მიერ შეტანილი საკვები. მოშიმშილე პატიმარს შეუტანეს საჭმელი და მიუხედავად იმისა, რომ მზიამ უარი თქვა მის მიღებაზე, იქვე დაუტოვეს. ეს არის ფსიქოლოგიური ზეწოლის დამატებითი ფორმა.

მზია კატეგორიულად ითხოვს, რომ თუ კვლევები დასრულებულია, დააბრუნონ ციხეში. ის არ შიმშილობს იმიტომ, რომ ამის გამო რაიმე შეღავათი მიიღონ.

მოშიმშილე პატიმრის კლინიკაში გადაყვანის საკითხი რეგულირდება კანონმდებლობით და მისი დაცვა ევალება სახელმწიფოს“, - წერს ქურდოვანიძე.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ევროპაში საბრძოლო ველზე სუპერტანკი წარადგინეს, რომელიც რობოტული კოშკურითა და დრონებითაა აღჭურვილი .
ვენსი შვეიცარიაში ირანთან მოლაპარაკებებისთვის ჩავიდა
მზია ამაღლობელი - ელენე ხოშტარიას მდგომარეობის დაიგნორება გაუჭირდებათ - მინდა მას ვუთხრა, რომ მარტო არ არის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics