15:00 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-02-05 10:01:50, 417 ნახვა

პოლიტიკა
გიორგი ვაშაძე - მოძალადე რეჟიმი საკუთარი მოქალაქეების დაშინებას ცდილობს

"ე.წ. ხელისუფლებამ თბილისი მოლთან გამართული მშვიდობიანი აქციის მონაწილეების წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო. მათ შორის არიან დიმიტრი ბიძინაშვილი, გიგი უგულავა და სხვა პატრიოტები, რომლებიც იცავენ ქვეყნის მომავალს და გამოხატავენ საკუთარ აზრს" - ამის შესახებ "სტრატეგია აღმაშენებლის" თავმჯდომარემ გიორგი ვაშაძემ განაცხადა 

ვაშაძის თქმით ახლაა დრო ქვეყნისნპატრიოტებმა გადამწყვეტი სიტყვა თქვან თავისუფლებისა და დემოკრატიის გადარჩენისთვის ბრძოლაში

 "სამწუხაროდ, დადგა ის მომენტი, რაზეც ვაფრთხილებდით ჩვენს მოქალაქეებს. „ქართულ ოცნებას" უნდა, რომ ბოლომდე რუსეთად გადააქციოს საქართველო. 

 ე.წ. ხელისუფლებამ თბილისი მოლთან გამართული მშვიდობიანი აქციის მონაწილეების წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო. მათ შორის არიან დიმიტრი ბიძინაშვილი, გიგი უგულავა და სხვა პატრიოტები, რომლებიც იცავენ ქვეყნის მომავალს და გამოხატავენ საკუთარ აზრს. 

 მეგობრებო, ახლაა დრო, როცა საზოგადოებამ, ამ ქვეყნის ნამდვილმა პატრიოტებმა გადამწყვეტი სიტყვა უნდა ვთქვათ თავისუფლებისა და დემოკრატიის გადარჩენისთვის ბრძოლაში. მოძალადე რეჟიმი საკუთარი მოქალაქეების დაშინებას ცდილობს. 

მივმართავ მათ: ეს თქვენ უნდა გეშინოდეთ ქართველი ხალხის! საქართველო არსებობს ქართველი ხალხისთვის და არა ივანიშვილისთვის.  
სოლიდარობა ყველა უკანონო პატიმარს! ბრძოლა გრძელდება! ახლა მთავარია ერთიანობა და უწყვეტი პროტესტი" - გიორგი ვაშაძე





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კობახიძე: როცა საუბარია ქვეყნის მიღწევებზე, მინდა მადლობა გადავუხადო ბიძინა ივანიშვილს
კობახიძე: როდესაც რჩება დისბალანსი ეკონომიკებს შორის, მოქალაქეები მიდიან, ამას უწყობს ხელს ვიზალიბერალიზაცია
თბილისში 500 Global in Eurasia-ს მეათე ნაკადის დასკვნითი ღონისძიება, დემო დღე გაიმართა
PASHA Bank-ის IPO აზერბაიჯანში - თიბისი კაპიტალი ტრანზაქციის ექსკლუზიური ფინანსური მრჩეველი იყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics