08:55 - 17 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-02-04 14:23:25, 429 ნახვა

საზოგადოება
„პუბლიკის“ ფოტორეპორტიორი - შსს-ს ხალხმა თმაში მომკიდა ხელი

„პუბლიკის“ ფოტორეპორტიორი ნათია ლევერაშვილი აცხადებს, რომ პარლამენტთან გამართულ აქციაზე პოლიციამ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

როგორც ლევერაშვილი ყვება, ძალის გამოყენებით ჩამოიყვანა პანდუსიდან.

„დემონსტრაციას 9 აპრილის ქუჩისკენ გავყევი. პოლიციამ ტროტუარებზე გადასვლისკენ მოგვიწოდა, ყველა დაემორჩილა და ტროტუარზე გადავედით. გადაწყვიტეს, რომ მოგვწოლოდნენ და შეიქმნა ჭყლეტა. ამ ჭყლეტაში მოვყევი, უკან ვიწეოდი, რომ გამოვრიდებოდი, მაგრამ დავინახე, რომ ხალხი ძირს ეყარა, კამერები ხვდებოდათ თავში. შემდეგ ვიღაც დააკავეს და გავაწყვიტე, წინ მივსულიყავი, ფოტოებს ვიღებდი. ისეთი ჭყლეტა შეიქმნა, რომ ღობეზე ავძვერი, ვიფიქრე, გავიხედავ და თან ფოტოებს გადავიღებ-მეთქი. ამ დროს დავინახე, რომ შსს-ს ხალხმა, საპატრულო პოლიცია არ იყო, თმაში მომკიდა ხელი  და ჩამომიღო ზედა პანდუსიდან. რატომ მირტყამ-მეთქი, ვუთხარი, ჩავებღაუჭე და კიდევ ერთხელ მკრა ხელი. უკან რომ გამოვიხედე, უკვე ჩემი თანამშრომლები იყვნენ და ტერიტორიიდან გამომარიდეს“, – განაცხადა ლევერაშვილმა.

ამასთან, აქციაზე დაშავდა NEWS.On.ge-ს მთავარ რედაქტორი ვანცენტ ხაბეიშვილი, რომელიც საავადმყოფოშია გადაყვანილი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
დიდი შვიდეულის ლიდერები შეთანხმდნენ, რომ ნავთობისა და გაზის საშუალებით რუსეთზე ზეწოლას გააძლიერებენ
ტრამპმა ირანთან შეთანხმების გამო რუსული ნავთობის წინააღმდეგ სანქციების აღდგენის შესახებ განაცხადა
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
Marneuli News: დაცვის თანამშრომელი, რომელიც 11 აპრილს სამსახურებრივი უფლებამოსილების შესრულებისას სცემეს, გარდაიცვალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics