20:17 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-02-03 17:30:55, 456 ნახვა

მსოფლიო
Reuters - ტრამპისა და პუტინის შეხვედრის პოტენციურ ადგილად საუდის არაბეთი და საამიროები განიხილება

Reuters-ის ექსკლუზიური ინფორმაციით, აშშ-ის და რუსეთის პრეზიდენტების, დონალდ ტრამპისა და ვლადიმირ პუტინის პოტენციური შეხვედრის ადგილებად საუდის არაბეთი და არაბთა გაერთიანებული საამიროები განიხილება. 

გამოცემა ინფორმაციას რუსულ ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს. აღნიშნულთან დაკავშირებით კრემლი კომენტარზე უარს ამბობს. 

2 თებერვალს დონალდ ტრამპმა თქვა, რომ რუსეთთან და უკრაინასთან საუბარი იგეგმება. 

მანამდე, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა ინტერვიუში რუსეთ-უკრაინის ომის დასრულებისთვის ტრამპის ძალისხმევაზე ისაუბრა.

"რუსეთს არასდროს უთქვამს უარი აშშ-ს ადმინისტრაციასთან კონტაქტებზე. და ეს ჩვენი ბრალი არ არის, რომ წინა ადმინისტრაციამ უარი თქვეს ამ კონტაქტზე. მე ყოველთვის მქონდა საქმიანი და, ამავდროულად, პრაგმატული ურთიერთობები აშშ-ს მოქმედ პრეზიდენტთან [ტრამპთან], სანდო, ვიტყოდი. არ შემიძლია, არ დავეთანხმო მას, რომ ის რომ პრეზიდენტი ყოფილიყო [ომის დაწყების დროს] და მისთვის 2020 წელს გამარჯვება არ მოეპარათ, მაშინ, იქნებ, უკრაინაში არც ყოფილიყო კრიზისი, რომელიც 2022 წელს დაიწყო". - თქვა პუტინმა. 

პუტინის თქმით, უმჯობესი იქნებოდა, პრეზიდენტები "ერთმანეთს შეხვედროდნენ და დღევანდელი რეალობის საფუძველზე, მშვიდად ესაუბრათ ყველა იმ მიმართულებაზე, რომელიც შედის როგორც აშშ-ს, ისე რუსეთის ინტერესებში". 

ამას გარდა, ინტერვიუში პუტინმა უკრაინის ხელისუფლება გააკრიტიკა. მისი აზრით, "კიევის რეჟიმის ხელმძღვანელობა" მოლაპარაკებების გამართვის შემთხვევაშიც კი, "არსებული ნორმატიული საფუძვლის ჩარჩოებში გამართულ" მოლაპარაკებებს "არალეგიტიმურად" გამოაცხადებს და შედეგად, ამ მოლაპარაკებების შედეგებსაც "არალეგიტიმურად გამოაცხადებს".





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კომერსანტი: კრემლში თქვეს, რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთის სტატუსის გადაწყვეტის დრო დადგა
გიორგი გახარია: ქართული ოცნება ოკუპანტ სახელმწიფოსთან კოლაბორაციონიზმის ღია დემონსტრირებას ახდენს
ედიტე ესტრელა: საქართველოში დემოკრატიული უკუსვლა გაგრძელდა, ასამბლეის არცერთი სასწრაფო რეკომენდაცია არ განხორციელებულა
მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს კონკურსზე 120-ზე მეტმა მასწავლებელმა შეავსო განაცხადი - პროექტის მთავარი მხარდამჭერია საქართველოს ბანკი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics