19:31 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-02-01 18:13:45, 424 ნახვა

პოლიტიკა
სალომე ზურაბიშვილი - არ შეიძლება რომ ამ რეპრესიებმა მოუღოს ბოლო ამ საზოგადოების პროტესტს

საქართველოს მე-5 პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის თქმით, ბოლო პერიოდში ქვეყანაში განვითარებული მოვლენები ცხადყოფს, რომ ხელისუფლება ქვეყანას მისი პარტნიორებისგან მოწყვეტისკენ მიაქანებს და იზოლაციის საფრთხე დგას. როგორც მან „ბათუმელებთან“ ინტერვიუში განაცხადა, იზოლაცია საქართველოსთვის მიუღებელია და ქვეყნისთვის აუცილებელია ევროპელ და ამერიკელ პარტნიორებთან ურთიერთობების გაძლიერება. ამ კონტექსტში, მან მზია ამაღლობელის მაგალითი მოიყვანა, რომელიც, მისი თქმით, საერთაშორისო საზოგადოებისთვის პროტესტის სიმბოლო გახდა.

„ჩვენ რასაც ვხედავთ ბოლო პერიოდში არის, ნაბიჯები იქითკენ, რომ საქართველო გამოთიშონ თავისი პარტნიორებიდან, იმ თანამეგობრობიდან, რომელიც იყო საყრდენი ჩვენი ამ წყლების მანძილზე დამოუკიდებლობიდან დაწყებული და ჩაგვაყენონ ისეთ იზოლაციაში, სადაც ჩვენ დაგვრჩება მხოლოდ ერთი მეზობელი, პატრონი, რომელთანაც ურთიერთობა თანასწორობაზე არ იქნება აგებული.

ამიტომ ჩვენთვის იზოლაცია არის დამღუპველი, მიუღებელი და ჩვენ ყველანაირად უნდა ვცადოთ, რომ შევინარჩუნოთ და პირიქით, გავაძლიეროთ ურთიერთობა ჩვენ უცხოელ, ევროპელ და ამერიკელ პარტნიორებთან. ამაშიც მზია ამაღლობელის მაგალითი ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ესაა ქვეყნები, რომლებიც ღრმად აფასებენ პიროვნებებს. ერთია როცა ეუბნები, რომ მასობრივად ხალხი გამოდის და მასობრივი პროტესტია და ამ პროტესტს უკვე როცა სახე აქვს და სახელი - ეს იღებს სულ სხვა განზომილებას. ჩვენ ამას ჯერ შეიძლება ვერ ვხვდებით ბოლომდე, მაგრამ ეს არის ძალიან ძლიერი იარაღი და ამ იარაღს ჰქვია მზია ამაღლობელი."- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ზურაბიშვილმა ხაზი გაუსვა, საქართველოს განსვავებულობას სხვა ქვეყნებისგან და აღნიშნა, რომ ამ განსხვავების მიზეზი მზია ამაღლობელია.

„არ შეიძლება რომ ამ რეპრესიებმა მოუღოს ბოლო ამ საზოგადოების პროტესტს, იმიტომ რომ ჩვენ არ ვართ არც ბელარუსი, არც რუსეთი, იმიტომ რომ აქაა სხვა შემართება და ამ შემართებას ჰქვია მზია ამაღლობელი, ამის მაგალითს გვაძლევს, რომ არ შეიძლება შეწყდეს, რაც არ უნდა რთული იყოს ცხადია სირთულეები არის უფრო მძიმეც შეიძლება იყოს, მაგრამ უნდა ვხედავდეთ იმასაც, რომ ის ჩხრეკები რასაც დღეს აკეთებენ, ნიშანია შიშის და არა შინაგანი სიძლიერის, ძლიერი რომ ხარ არ გჭირდება ეს ომი“ - თქვა საქართველოს მე-5 პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა „ბათუმელებთან“ ინტერვიუში.

 

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
Global Finance-მა BOG 2026 წლის საუკეთესო Sub-Custodian ბანკად დაასახელა ქვეყანაში
კალაძე სკვერში მოზარდის დაზიანებაზე: ყველაფერი ჩემი ბრალია — ეს გინდათ თქვენ
საქართველოს ბანკმა ახალი YouTube პროექტი დაიწყო - უყურე “Creator ჩემპიონატს” არ გაჩერდეს არხზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics