21:46 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-01-30 13:20:29, 1105 ნახვა

მსოფლიო
ვაშინგტონში, ავიაკატასტროფის ადგილას 19 ცხედარია ნაპოვნი

ვაშინგტონში, რეიგანის ეროვნულ აეროპორტთან მომხდარ ავიაკატასტროფის ადგილას 19 ცხედარია ნაპოვნი. ამის შესახებ ინფორმაციას მედიას სამართალდამცავი უწყებები უდასტურებენ.

აშშ-ის ფიგურული სრიალის ფედერაციამ დაადასტურა, რომ რეისზე იმყოფებოდნენ მათი გუნდის წევრები – სპორტსმენები, მწვრთნელები და ოჯახის წევრები, რომლებიც კანზასის შტატიდან ბრუნდებოდნენ.

სამაშველო ოპერაციაში 300-მდე მაშველი მონაწილეობს. მათ რთულ პირობებში უწევთ მუშაობა, რადგან ქარიანი ამინდია, ნისლია და წყალი გაყინულია.

სამაშველო ოპერაცია მთელი ღამის განმავლობაში გაგრძელდება. ოფიციალური პირები დღის განმავლობაში დამატებით ინფორმაციას გაავრცელებენ.

ცნობისთვის, American Airlines-ის სამგზავრო თვითმფრინავი, რომელშიც 64 ადამიანი იმყოფებოდა, აშშ-ის არმიის Black Hawk-ის ტიპის ვერტმფრენს შეეჯახა. ჯერჯერობით უცნობია მსხვერპლის ზუსტი რაოდენობა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოზე კრიტიკული რეზოლუცია მიიღო
კომერსანტი: კრემლში თქვეს, რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთის სტატუსის გადაწყვეტის დრო დადგა
გიორგი გახარია: ქართული ოცნება ოკუპანტ სახელმწიფოსთან კოლაბორაციონიზმის ღია დემონსტრირებას ახდენს
ედიტე ესტრელა: საქართველოში დემოკრატიული უკუსვლა გაგრძელდა, ასამბლეის არცერთი სასწრაფო რეკომენდაცია არ განხორციელებულა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics