00:16 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-01-29 12:06:03, 410 ნახვა

პოლიტიკა
კალაძე - საქართველოში შემოდის ერთ-ერთი უძლიერესი დეველოპერული კომპანია „ემაარ ჯგუფი“, შეიქმნება მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილებიც

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, იმ მასშტაბის ინვესტიცია, რომლის განხორციელებასაც დეველოპერული კომპანია „ემაარ ჯგუფი“ საქართველოში გეგმავს, ქვეყნის დამოუკიდებლობის ისტორიაში ერთ კონკრეტულ პროექტში არასდროს ყოფილა.

დედაქალაქის მერმა არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ვიზიტი დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე კიდევ ერთხელ შეაფასა.

„ორი დღის წინ დასრულდა პრემიერ-მინისტრის ოფიციალური, ძალიან მნიშვნელოვანი ვიზიტი არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, რომლის ფარგლებში, გვქონდა სხვადასხვა ტიპის შეხვედრები. შეხვედრა გაიმართა არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტთა, იყო ბიზნესშეხვედრებიც. მინდა, კიდევ ერთხელ ხაზი გავუსვა ჩვენი ქვეყნისთვის და ორმხრივი თანამშრომლობისთვის ძალიან მნიშვნელოვან მემორანდუმს, რომელიც ვიზიტის ფარგლებში გაფორმდა – საქართველოში შემოდის მსოფლიოში ერთ-ერთი უძლიერესი დეველოპერული კომპანია „ემაარ ჯგუფი“ (Emaar Group), რომელიც მუშაობს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში. ის პროექტებს თბილისსა და აჭარაში განახორციელებს. მაგალითად, დუბაიში, აბუ დაბიში ყველა ძირითადი შენობა, ცათამბჯენები აღნიშნული კომპანიის განხორციელებული პროექტია“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, აღნიშნული კომპანია საქართველოში, დაახლოებით, 6 მილიარდი აშშ დოლარის მოცულობის უცხოურ ინვესტიციას განხორციელებს სხვადასხვა დეველოპერულ პროექტში.

„ინვესტიციები განხორციელდება თბილისსა და აჭარაში, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნის ეკონომიკური განვითარების თვალსაზრისით, ასევე, იმით, რომ შეიქმნება მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილები. აღნიშნული პროექტების განხორციელებაში ჩართული იქნებიან ქართული კომპანიები. პირდაპირ შემიძლია ვთქვა, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის ისტორიაში ამ მასშტაბის და ამხელა ინვესტიცია ერთ კონკრეტულად პროექტში არასდროს განხორციელებულა, რაც, რა თქმა უნდა, ძალიან მიხარია, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქეს, ისე, როგორც დედაქალაქის მერს“, – განაცხადა კახა კალაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics