14:24 - 16 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-07 10:29:44, 721 ნახვა

სამართალი
აიუფ ბორჩაშვილის საქმეზე დღეს განაჩენი გამოცხადდება

ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანებისა და საქართველოდან ახალგაზრდების სირიაში საბრძოლველად წაყვანის ბრალდებით დაკავებული აიუფ ბორჩაშვილის საქმეზე განაჩენი დღეს გამოცხადდება.

ასევე განაჩენი გამოცხადდება  ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანების ბრალდებით დაკავებული სამი პირის საქმეზე. მათგან ერთს- გიორგი კუპრავას საპროცესო შეთანხმება გაუფორმდება, რაც ერთი წლით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიების ინფორმაციით, აიუფ ბორჩაშვილი არის სირია-ერაყის ტერიტორიაზე მოქმედი ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ წარმომადგენელი საქართველოში. იგი ტერორისტულ ორგანიზაციაში გაწევრიანების მიზნით მოქალაქეების გადაბირებას ახდენდა და შემდგომში საომარ მოქმედებებში მონაწილეობის მისაღებად, მათ სირიაში გამგზავრებას უზრუნველყოფდა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ემანუელ მაკრონმა ვოლოდიმირ ზელენსკის მასსა და დონალდ ტრამპს შორის შეხვედრის ორგანიზება შესთავაზა
საქართველოს რკინიგზის ყოფილი ხელმძღვანელი დავით ფერაძე დააკავეს
საელჩო: დიდმა ბრიტანეთმა სანქციების ახალ პაკეტში შეიყვანა ხომალდი SILVAR, რომელიც წლის დასაწყისში საქართველოს პორტში იმყოფებოდა
„საქართველოს ბანკის“ წარმომადგენელმა NextGen Payments & RegTech Forum-ზე გამოცდილება გააზიარა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics