23:22 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-01-28 13:02:32, 462 ნახვა

მსოფლიო
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი - ჩვენს ბირთვულ ობიექტებზე ნებისმიერ თავდასხმას პირდაპირი პასუხი მოჰყვება

ჩვენს ბირთვულ ობიექტებზე ნებისმიერ თავდასხმას პირდაპირი პასუხი მოჰყვება, - ამის შესახებ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აბას არაღჩიმ Sky News-თან ინტერვიუში განაცხადა.

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აბას არაღჩიმ ისრაელისა და აშშ-ის მიერ ირანის ბირთვულ ობიექტებზე შესაძლო თავდასხმის შესახებ დასმულ შეკითხვას უპასუხა.

„ჩვენ ნათლად განვაცხადეთ, რომ ჩვენს ბირთვულ ობიექტებზე ნებისმიერ თავდასხმას პირდაპირი და გადამწყვეტი პასუხი მოჰყვება. ვფიქრობ, ასეთ სიგიჟეს არ გააკეთებენ. ეს ნამდვილად სიგიჟეა და მთელ რეგიონს საშინელ კატასტროფად გადააქცევს“, - განაცხადა აბას არაღჩიმ.

ამასთან, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებას გამოეხმაურა, რომელშიც დონალდ ტრამპმა აღნიშნა, რომ ეგვიპტემ და იორდანიამ ღაზიდან უფრო მეტი პალესტინელი უნდა მიიღონ.

„ჩემი შეთავაზება სხვა რამეა. პალესტინელების ნაცვლად, ისრაელელების გაძევება სცადეთ, ისინი გრენლანდიაში წაიყვანეთ“, - აღნიშნა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ზელენსკი: ბელარუსის საზღვარზე აპარატურამ, რომელიც რუსულ დრონებს აკორექტირებდა, მუშაობა შეწყვიტა
დროა: პენიტენციურმა პირობა დაარღვია და ხოშტარიასთან მისი მკურნალი ექიმი არ შეუშვა
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოზე კრიტიკული რეზოლუცია მიიღო
კომერსანტი: კრემლში თქვეს, რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთის სტატუსის გადაწყვეტის დრო დადგა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics