04:49 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-01-26 17:09:39, 838 ნახვა

პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი ოფიციალური ვიზიტით უნგრეთში გაემგზავრა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ოფიციალური ვიზიტით უნგრეთში გაემგზავრა.
ვიზიტის ფარგლებში, პარლამენტის თავმჯდომარე უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში მაღალი დონის შეხვედრებს გამართავს. შალვა პაპუაშვილი შეხვდება პარლამენტის თავმჯდომარეს ლასლო კოვერს, პრემიერი მინისტრს ვიქტორ ორბანს და პრეზიდენტს ტამაშ შუიოკს.
საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში, რომელსაც პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ხელმძღვანელობს, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე, ევროპასთან ინტეგრაციის კომისიის თავმჯდომარე ლევან მახაშვილი, ფრაქცია ,,ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილე გენრიეტა წიწავა და საქართველოს პარლამენტის უნგრეთის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ირაკლი მეზურნიშვილი არიან.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics