14:24 - 16 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-05 22:00:12, 758 ნახვა

სამართალი
გიორგი პაპუაშვილი სტრასბურგის მოსამართლე ვერ გახდება

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე, გიორგი პაპუაშვილი სპეციალურმა კომისიამ არასაკმარისად კომპეტენტურ კანდიდატად მიიჩნია და დაბალი ქულები დაუწერა, რის გამოც ის სტრასბურგის მოსამართლე ვერ გახდება. 

კომისიის, რომელმაც პაპუაშვილი არასაკმარისად კომპეტენტურ კანდიდატად მიიჩნია,  ხელმძღვანელი თეა წულუკიანია.

გიორგი პაპუაშვილი რუსთავი 2-ის ეთერში ამბობს, რომ კრიტიკა და გაღიზიანება გახმაურებულ საქმეებზე ხელისუფლებისთვის არასასურველი გადაწყვეტილებების მიღებას უკავშირდება. 

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მტკიცებით, რუსთავი2–ის, გიგი უგულავას და ეროვნული ბანკის საქმეების განხილვის დაწყებამდე მას თეა წულუკიანი ხელისუფლებასთან თანამშრომლობას სთავაზობდა. სანაცვლოდ კი, ვენეციის კომისიაში ვადის გაგრძელებას ჰპირდებოდა.

გიორგი პაპუაშვილმა პროცესი "პოლიტიკურად მოტივირებულად" შეაფასა და იუსტიციის მინისტრი პოლიტიკურ ანგარიშსწორებაში დაადანაშაულა. იუსტიციის მინისტრმა კი პაპუაშვილის სკანდალური განცხადებები სამთავრობო კომისიის გადაწყვეტილების გამო განაწყენებას დაუკავშირა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ემანუელ მაკრონმა ვოლოდიმირ ზელენსკის მასსა და დონალდ ტრამპს შორის შეხვედრის ორგანიზება შესთავაზა
საქართველოს რკინიგზის ყოფილი ხელმძღვანელი დავით ფერაძე დააკავეს
საელჩო: დიდმა ბრიტანეთმა სანქციების ახალ პაკეტში შეიყვანა ხომალდი SILVAR, რომელიც წლის დასაწყისში საქართველოს პორტში იმყოფებოდა
„საქართველოს ბანკის“ წარმომადგენელმა NextGen Payments & RegTech Forum-ზე გამოცდილება გააზიარა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics