04:13 - 13 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-01-20 16:36:44, 10318 ნახვა

სამხედრო
ფინეთის პარლამენტის სპიკერი - ვშიშობ, ჩვენ უკვე მესამე მსოფლიო ომში ვართ

ვშიშობ, ჩვენ უკვე მესამე მსოფლიო ომში ვართ, – ამის შესახებ ფინეთის პარლამენტის სპიკერმა, იუსი ჰალა-აჰომ განაცხადა.

ფინეთის პარლამენტის ხელმძღვანელის თქმით, ფაქტების იგნორირება უფრო მეტ პრობლემას გააჩენს.

„თუ ჩვენ არ ვიცით, ვართ თუ არა ომში, ყოველთვის ჯობია, ვივარაუდოთ, რომ ვართ. ვფიქრობ, ყველაზე უსაფრთხოა, ვივარაუდოთ, რომ ეს (ომი) იქნება მომავალში. ვარაუდი გვაიძულებს, მოვემზადოთ და მომზადება ამცირებს ომის ალბათობას“, – აღნიშნა იუსი ჰალა-აჰომ.

ფინეთის პარლამენტის სპიკერის ამტკიცებს, რომ უკრაინის დაცვა და დახმარება უფრო მაღალი პოლიტიკური პრიორიტეტი უნდა იყოს.

იუსი ჰალა-აჰოს განცხადებით, რუსეთის დამარცხება უკრაინის გამარჯვებაზე უფრო მნიშვნელოვანია.

„მე პირადად ყველაზე დიდ საფრთხეს ვხედავ, რომ რუსეთმა ეს ომი არ წააგოს ან რომელიმე მიზანს მიაღწიოს ამ ომით“, – განაცხადა ფინეთის პარლამენტის სპიკერმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კრიტიკის ცეცხლში მოყოლილი ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული მსოფლიო ჩემპიონატი ფეხბურთში
აშშ-ის სასამართლომ ტრამპის 1.8 მილიარდი დოლარის ოდენობის კომპენსაციის ფონდი დაბლოკა
პაპუაშვილი - პარლამენტში პარტია „საქართველოსთვის“ სახელით მყოფი ხალხი უნდა მიხვდეს, რომ გაქცეული გახარია ამათ დასცინის
ბენზინის დეფიციტის გამო, რუსეთი თვითმფრინავებისთვის საწვავის პრობლემებია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics