10:50 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-01-19 08:51:02, 474 ნახვა

პოლიტიკა
ზურაბიშვილი კითხვაზე, რას სთხოვდა ის დონალდ ტრამპს, რომ ვლადიმერ პუტინისთვის გადაეცა - თავი დაანებე საქართველოს, თავი დაანებე კავკასიას!

მომავალ სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოს ვუთხარი, რომ იმედი მაქვს საქართველო მათი არა ერთ-ერთი პრობლემა, არამედ ერთ-ერთი პრობლემის მოგვარება გახდება, - ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ამერიკულ ტელეარხ Fox News-თან ინტერვიუში განაცხადა.

ჟურნალისტის კითხვაზე, თუ რას სთხოვდა ის აშშ-ის 47-ე პრეზიდენტს დონალდ ტრამპს, რომ რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს გადასცეს, ზურაბიშვილმა უპასუხა: “თავი დაანებე საქართველოს, თავი დაანებე კავკასიას”.

“ვინაიდან ეს დასავლეთის ქვეყნების ინტერესებშია. არ შეიძლება, რომ ეს კვლავ რუსეთის მიერ დომინირებული რეგიონი გახდეს. ეს უნდა იყოს რეგიონი, რომელიც თავისით არსებობს, რომელიც საუკუნეების განმავლობაში იყო სხვადასხვა ცივილიზაციების შეხვედრის ადგილი და ის იყო ადგილი, სადაც ევროპული ღირებულებები ყოველთვის სათანადო დონეზე იყო. და ეს არის ქვეყანა, რომლის ცოცხალ სამოქალაქო საზოგადოებას სურს იყოს ღირებულებების საზოგადოების ნაწილი, რომელსაც ევროპა და შეერთებული შტატები წარმოადგენენ. ასე რომ, თავი დაანებე საქართველოს…

იმედი მაქვს, რომ ამერიკა არ დაუკავშირდება იმ რეჟიმებს, რომლებიც თავის ხალხს არ წარმოადგენენ. ამაში უნდა იყოს ამერიკული ინტერესები და ჩვენ აქ იმისთვის ვართ, რომ ამერიკისა და ქართველი ხალხის საერთო ინტერესები დავიცვათ. მაგრამ ხალხი არასდროს არ უნდა იყოს გაწირული რეჟიმებთან ურთიერთობებისთვის, რომლებიც საკუთარ ხალხს არ წარმოადგენენ…

მოკლე შეხვედრა მქონდა [სახელმწიფო] მდივან რუბიოსთან, რომელიც ჯერ დამტკიცებული არ არის, ასე რომ მისგან პირობის მიღებას ვცდილობდი, რომ შეხვედრას შევძლებდით იმ რამდენიმე დღეში, რაც ვაშინგტონში უნდა გავატარო. მას და გაერო-ში აშშ-ის ელჩს, რომელსაც ასევე შევხვდი, ორივეს ვუთხარი, რომ იმედი მაქვს საქართველო მათი არა ერთ-ერთი პრობლემა, არამედ მათი ერთ-ერთი პრობლემის მოგვარება გახდება“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics