12:24 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-01-17 14:58:04, 429 ნახვა

პოლიტიკა
კახა კალაძე - ქართველ ხალხს კონტროლი აღებული აქვს ხელში ამომრჩეველთა 54%-მა მხარი დაუჭირა „ქართულ ოცნებას“

„ქართველ ხალხს კონტროლი აღებული აქვს ხელში, ამომრჩეველთა 54%-მა მხარი დაუჭირა „ქართულ ოცნებას“, - ასე პასუხობს თბილისის მერი კახა კალაძე აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის ჯიმ რიშის განცხადებას, რომ საქართველოთი ბოლო დროს იმედგაცრუებულნი არიან და იმედი აქვთ, რომ ქართველი ხალხი აიღებს კონტროლს.

„ეს ადამიანი ყოველთვის გამოირჩევა სიცრუით, სიყალბით. რაც შეეხება კონტროლს, რა თქმა უნდა, ქართველ ხალხს კონტროლი აღებული აქვს ხელში, ამომრჩეველთა  54%-მა, 1 200 000-მა ადამიანმა მხარი დაუჭირა „ქართულ ოცნებას“, მხარი დაუჭირა მშვიდობას და ქვეყნის განვითარებას; ქართველმა ხალხმა უთხრა „არა“ იმ ბოროტებას, რომელსაც ქადაგებს პატივცემული; უთხრა „არა“ იმ სიყალბეს, რომელსაც ქადაგებს კონკრეტული ადამიანი; უთხრა „არა“ წარსულს, რომელთა მხარდაჭერით ხდებოდა ის, რაც ხდებოდა ქვეყანაში 9 წლის განმავლობაში. მათი უშუალო მხარდაჭერით ხდებოდა ის ბოროტება ქვეყანაში, რასაც მიხეილ სააკაშვილის რეჟიმი წარმოადგენდა.

რა თქმა უნდა, ჩვენ გავაგრძელებთ ქვეყნის განვითარებას. მერწმუნეთ, ყველა ურთიერთობა დალაგდება, ძალიან ბევრი რამე შეიცვლება. ხედავთ, რა პროცესები მიმდინარეობს მსოფლიოში და უფრო საინტერესო იქნება 20 იანვრის შემდგომი პერიოდი“, - განაცხადა  კალაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინამ ვოლგოგრადში მდებარე „ისკანდერის“ სარაკეტო ქარხანას „ფლამინგოს“ რაკეტები დაარტყა
დროა: როდესაც ხოშტარია არ არის გადაყვანილი სამოქალაქო კლინიკაში, ეს სადამსჯელო ოპერაციაა
სააკაშვილი: ზურაბიშვილი საქართველოს ისტორიაში ყველაზე ცუდი საგარეო საქმეთა მინისტრი იყო
უკრაინაში მიმდინარე ომში კიდევ ორი ​​ქართველი ჯარისკაცი დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics