15:10 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-01-16 10:37:39, 342 ნახვა

პოლიტიკა
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაცია ოპოზიციას ხვდება

საქართველოში ვიზიტით მყოფი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაცია ოპოზიციას ხვდება. დელეგაციის წევრები უკვე შეხვდნენ „კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრებს, ამჟამად კი ისინი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებს ხვდებიან.

როგორც „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ზურაბ გირჩი ჯაფარიძემ მედიასთან განაცხადა, შეხვედრაზე ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებზე და კრიზისიდან გამოსავლის გზებზე იმსჯელეს.

„საუბარი იყო იმაზე, როგორ განვითარდა მოვლენები არჩევნების შემდეგ, მათ შორის, რა ზომებს მიმართავს დე ფაქტო ხელისუფლება მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ. საუბარი იყო წამების ფაქტებზე, იმაზე, თუ რამდენად უმოქმედოა პოლიცია. საუბარი იყო იმაზე, რომ მთელი ამ პერიოდის განმავლობაში არც ერთი პოლიციელი და არც „ტიტუშკა“ დასჯილი არ არის. მოვახსენეთ, რომ ეს პროტესტი გაგრძელდება მანამ, სანამ ეს ხალხი არ გაიმარჯვებს. აინტერესებდათ, რა შეიძლება იყოს საბოლოო ჯამში გამოსავალი. ავუხსენით, რომ მხოლოდ და მხოლოდ ორი პუნქტია - პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება და ახალი არჩევნების ჩატარება,“ - განაცხადა ჯაფარიძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტეხასის შტატში სკოლებში ბიბლიის სავალდებულო შესწავლა დამტკიცდა, გადაწყვეტილებას აშშ-ს საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებენ
ყირიმში მასშტაბური ტყის ხანძარი გაჩნდა
სიკორსკიმ გააკრიტიკა პოლონეთის რეაქცია „თეთრი არწივის ორდენის“ სკანდალზე
გახარია - ქვეყანაში ოპოზიციაში ყოფნა დღეს ფიზიკური უსაფრთხოების რისკს უკავშირდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics