22:55 - 21 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-01-15 12:18:35, 461 ნახვა

სამართალი
საქალაქო სასამართლოში, გიორგი ოკმელაშვილის პროცესი მიმდინარეობს

თბილისის საქალაქო სასამართლოში, ამ წუთებში, ბიზნესმენი გიორგი ოკმელაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.  საქმეს მოსამართლე გიორგი გელაშვილი განიხილავს,  დღევანდელ პროცესზე მხარეებმა საბოლოო სიტყვით უნდა ისარგებლონ. თავად ბრალდებული, გიორგი ოკმელაშვილი, პირადად მიმართავს სასამართლოს.

გიორგი ოკმელაშვილს პროკურატურა პოლიციელზე თავდასხმას ედავება, თუმცა ადვოკატების განცხადებით, საქმეში არ არსებობს ამის დამადასტურებელი მტკიცებულებები. ადვოკატები განმარტავენ, რომ ბრალდების მხარემ წარმოადგინა შაბლონური მტკიცებულებები, რომლებიც პოლიციელის გამოკითხვის ოქმებს მოიცავს და ფაქტობრივად დაკოპირებულია, ხოლო ეს ოქმები წინააღმდეგობაში მოდის ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ ვიდეოჩანაწერთან. ვიდეოჩანაწერში ჩანს, რომ ის ადამიანები, რომლებიც გამოკითხვის ოქმებში მიუთითებენ ხელის მოქნევის ფაქტს, ვიდეოში ფიზიკურად ვერ ხედავდნენ ამ მომენტს.

„ჩვენ, როგორც სხდომების დასაწყისში განვუცხადეთ საზოგადოებას, გიორგი ოკმელაშვილმა გააკეთა განცხადება, რომ მოქმედებდა აუცილებელი თავდაცვისა და დახმარების მიზნით. მას მოუწია პოლიციელს წინააღმდეგობა გაეწია, რათა არ მომხდარიყო მშვიდობიანი დემონსტრანტების ცემა-ტყეპა და დაკავება“, – განაცხადა ადვოკატმა.

გიორგი ოკმელაშვილი შსს-მ 15 მაისს დააკავა 14 მაისის აქციაზე პოლიციელის ფიზიკური შეურაცხყოფის ბრალდებით. 17 მაისს სასამართლომ მას პატიმრობა შეუფარდა. შსს-ს 15 მაისის განცხადების მიხედვით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს. გარდა ამისა, საქმეს დაემატა ბრალი, რომელიც მცირე ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერების შეძენა-შენახვას გულისხმობს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ყირიმში, ნავთობბაზისა და ბორნის დაბომბვის შემდეგ, მათ შეწყვიტეს საწვავის გაყიდვა და დახურეს ქერჩის გადასასვლელი
აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმი - თბილისიდან მშვიდობა მხოლოდ ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმებაა
ალბანეთში ათიათასობით ადამიანმა კუშნერ-ივანკა ტრამპთან დაკავშირებული კურორტის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გამართა
მოვითხოვთ, 4 ოქტომბრის საქმის საფუძვლიან და ობიექტურ გადახედვას - მეცნიერებათა აკადემია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics