17:54 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-01-14 15:40:43, 436 ნახვა

პოლიტიკა
გურამ როგავა - ჩვენ ხელისუფლება არ გვიმჩნევს და ეს მიზანმიმართულად ხდება

ვაპირებ კონკრეტული მასალებით ვაჩვენო, რომ ამ ქვეყანაში არ გვაქვს გამოძიების უფლება, ჩვენ ხელისუფლება არ გვიმჩნევს და ეს მიზანმიმართულად ხდება,- ამის შესახებ ჟურნალისტმა გურამ როგავამ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის მისიის წევრებთან შეხვედრამდე განუცხადა.

მისი თქმით, სოლიდარობის განცხადებები არავის სჭირდება.

„პირდაპირ და ძალიან მკაფიოდ, შეიძლება უხეშადაც ვეტყვი - არავის სჭირდება მათი ბრტყელი განცხადებები. დღეს თუ ჩვენ დაგვასახიჩრეს, ხვალ მოგვკლავენ და მათი სოლიდარობის განცხადებები არაფერს გვიშველის. ვაპირებ ჩემი და ჩემი კოლეგების შემთხვევაზე კონკრეტული მაგალითებით, ვიდეოებით, კონკრეტული მასალებით ვაჩვენო, რომ ამ ქვეყანაში ჩვენ არ გვაქვს გამოძიების უფლება, ჩვენ ხელისუფლება არ გვიმჩნევს და ეს მიზანმიმართულად ხდება იმიტომ, რომ ამ ფორმით ცდილობენ ჩვენს დაშინებას და გაჩუმებას“, - განაცხადა როგავამ.

ცნობისთვის, თბილისში ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის მისიის წარმომადგენლები არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებსა და ბოლო პერიოდში მიმდინარე აქციებზე დაშავებულ პირებს ხვდებიან.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა ერთ თვეში მეორე დარტყმა განახორციელა ნავთობის სატუმბი სადგურზე, რომელიც მოსკოვს საწვავს ამარაგებდა
ალიანსი: რეჟიმმა უნდა იცოდეს, რომ ელენეს ჯანმრთელობის დაზიანებისთვის მოუწევთ პასუხისგება
ირანი აშშ-ს დაბომბვის შემდეგ ბაჰრეინს დაესხა თავს
ტეხასის შტატში სკოლებში ბიბლიის სავალდებულო შესწავლა დამტკიცდა, გადაწყვეტილებას აშშ-ს საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics