09:14 - 25 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-01-14 10:57:10, 394 ნახვა

მსოფლიო
დუგინი - ტრამპი ვერ იაზრებს, რომ უკრაინა ჩვენი შტატია

ტრამპი საერთოდ ვერ ხვდება რა არის უკრაინა, იმიტომ, რომ მისთვის სულ ერთია. ის ვერ ხვდება რას ნიშნავს რუსეთისთვის ეგზისტენციალური საფრთხე, რომ უკრაინას განვიხილავთ როგორც ჩვენი ორგანული ტერიტორიის ნაწილად, ეს ჩვენ ვართ, ეს ჩვენი ხალხია, ჩვენი ქვეყანა - ამის შესახებ თქვა რადიო სპუტნიკის ეთერში კრემლის პროპაგანდისტმა, რუსმა ფილოსოფოსმა ალექსანდრ დუგინმა.

,,წარმოიდგინეთ, რომ ამერიკაში დელავერის ან იუტას შტატი, რომელიც მორმონებით არის დასახლებული და სხვა პოლიტიკური მმართველობა აქვს, აცხადებს, რომ აშშ-ს შემადგენლობიდან გადის, გამოაცხადებს რაღაც საშინელ იდეოლოგიას და მოუწოდებს ყველა ამერიკელის, თავად იუტელების გარდა, განადგურებისკენ, როგორ მოიქცევა ტრამპი? აი ამას ვერ იგებს აშშ-ს პრეზიდენტი - ვერ ხვდება, რომ უკრაინა ჩვენი შტატია.

როგორც კი პუტინი დამაჯერებლად, ისტორიულად, ეთნოლოგიურად, რელიგიურად, სოციოლოგიურად, ანთროპოლოგიურად ტრამპს აუხსნის, რომ უკრაინა ჩვენი შტატია, ამის შემდეგ შეგვეძლება მის მხრიდან წინსვლის იმედი ვიქონიოთ. იმიტომ რომ, ახლა ტრამპი გარკვეულწილად გლობალისტების პროპაგანდის მსხვერპლია", - , თქვა პროპაგანდისტმა დუგინმა. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპმა გამოაცხადა, რომ აშშ მზადაა ვენესუელაში მიწისძვრის გამო დახმარება გაუწიოს
ვენესუელაში მიწისძვრის ორი სერია მოხდა - 7.2 და 7.5 მაგნიტუდის სიმძლავრის, არიან დაღუპულები
„როსსტატის“ მონაცემებით, ბენზინის ფასების ყოველკვირეული ზრდა ბოლო 20 წლის განმავლობაში ყველაზე დიდია
ზელენსკი: ბელარუსის საზღვარზე აპარატურამ, რომელიც რუსულ დრონებს აკორექტირებდა, მუშაობა შეწყვიტა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics