|
2025-01-10 13:47:14, 517 ნახვა
მსოფლიო
დანიის პრემიერი - გრენლანდიის საკითხზე დონალდ ტრამპს საუბარი შევთავაზეთ
დანიის პრემიერ-მინისტრს გრენლანდიასთან დაკავშირებით დონალდ ტრამპთან საუბარი სურს, – ამის შესახებ პოლიტიკო წერს დანიის პრემიერ-მინისტრი მეტე ფრედერიკსენი აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის განცხადებას გამოეხმაურა, რომელშიც დონალდ ტრამპი ამბობს, რომ არ გამორიცხავს სამხედრო ძალის გამოყენებას პანამის არხსა და გრენლანდიაზე კონტროლის მოსაპოვებლად. დანიის პრემიერი-მინისტრის თქმით, დონალდ ტრამპს საუბარი შესთავაზა, თუმცა ამ წინადადებაზე პასუხი ჯერჯერობით არ მიუღია. „ჩვენ შევთავაზეთ საუბარი და მე ველოდები, რომ საუბარი შედგება“, – განაცხადა მეტე ფრედერიკსენმა და აღნიშნა, რომ დონალდ ტრამპის ინაუგურაციამდე დიალოგის გამართვას არ ელოდება. მეტე ფრედერიკსენმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ გრენლანდია მის მცხოვრებლებს ეკუთვნის და ვერ წარმოუდგენია, აშშ-ის მხრიდან კუნძულის ძალის გამოყენებით წართმევის რეალური მცდელობა.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ბელარუსის ოპოზიციამ უკრაინას მინსკის მიერ ომისთვის შესაძლო მზადების ნიშნების შესახებ ანგარიში გადასცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)