14:14 - 25 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-01-07 11:44:30, 433 ნახვა

მსოფლიო
ტრამპმა კიდევ ერთხელ შესთავაზა კანადას შეერთებულ შტატებთან გაერთიანება

აშშ-ის ახლადარჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გაიმეორა თავისი წინადადება,  რომ კანადა შეერთებულ შტატებთან უნდა გაერთიანდეს.

"თუ კანადა გაერთიანდებოდა აშშ-სთან, არ იქნებოდა ტარიფები, გადასახადები მნიშვნელოვნად შემცირდებოდა და ისინი მთლიანად დაცულნი იქნებოდნენ რუსული და ჩინური გემების საფრთხისგან, რომლებიც მუდმივად გარს ახვევენ მათ. ერთად, რა დიდი ერი იქნებოდა ეს." - დაწერა , თეთრი სახლის მომავალმა ხელმძღვანელმა სოციალურ ქსელ Truth Social-ზე, რომელსაც ის ფლობს და ტრადიციულად თავის გამოსვლას რამდენიმე ძახილის ნიშანი დაუმატა.

ამგვარად, ტრამპი გამოეხმაურა კანადის პრემიერ-მინისტრის ჯასტინ ტრუდოს მოახლოებული გადადგომის შესახებ განცხადებას, რომელიც რამდენიმე საათით ადრე გაკეთდა. "ბევრ ადამიანს კანადაში უყვარს 51-ე შტატად ყოფნა. შეერთებული შტატები ვეღარ მოითმენს უზარმაზარ სავაჭრო დეფიციტს და სუბსიდიებს, რაც კანადას სჭირდება, რომ დარჩეს. ჯასტინ ტრუდომ ეს იცოდა და გადადგა", - ნათქვამია მის შეტყობინებაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
SJC: რუსეთის მიერ ცხინვალის რეგიონის ფაქტობრივი ანექსია უფრო აგრესიულ ეტაპზე გადავიდა
„თეგეტამ“ „დეილი ჯგუფს“ საოპერაციო ლიზინგის ფარგლებში FAW-ის 50 სატვირთო ავტომობილი მიაწოდა
ბერა ივანიშვილზე დაწერილი პოსტის გამო, ნატა ფერაძე სასამართლოში დაიბარეს
სუს: სოფელ ბერუშეთთან ოკუპანტების მიერ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics