23:27 - 17 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-01-06 17:03:29, 544 ნახვა

საზოგადოება
„ვისოლ ჯგუფის“ სათავო ოფისთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

„ვისოლ ჯგუფის“ სათავო ოფისთან საპროტესტო აქცია ლოზუნგით - „არა რუსული ძალადობრივი რეჟიმის დამფინანსებლებს“ მიმდინარეობს. აქციის მონაწილეებს მიტანილი აქვთ სხვადასხვა შინაარსის ბანერები - „არა რუსული ძალადობრივი რეჟიმის დამფინანსებლებს“, „პოლიტპატიმრის ამოჭრა რეკლამიდან სამარცხვინოა“ და ა.შ.

აქციის მონაწილეთა თქმით, ბიზნესებს, რომლებიც ხელისუფლებას აფინანსებს, საზოგადოებამ ბოიკოტი უნდა გამოუცხადოს.

„როცა ხელისუფლება ადამიანებს იჭერს, აწამებს მოქალაქეებს, ეს ბიზნესები არიან, რომლებიც მათ აფინანსებენ და ამართლებენ. ბიზნესები უნდა იყვნენ საზოგადოების მსახურები. ჩვენ მათ პროდუქციას ვყიდულობთ“, - განაცხადა საინიციატივო ჯგუფ „დამკვირვებლების“ ლიდერმა, გურამ ჩუხრუკიძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საქართველოს რკინიგზის საქმეზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ
ნანუკა ჟორჟოლიანი არ გამორიცხავს, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობისთვის იბრძოლოს
გოგა ხაინდრავამ ფორმულას უჩივლა, პროკურატურამ გამოძიება ცრუ დასმენის მუხლით დაიწყო
20 ივნისის საქმეზე გიორგი გახარიას წინააღმდეგ მაკო გომურმა სასამართლოს ჩვენება მისცა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics