01:00 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-01-06 16:43:03, 444 ნახვა

პოლიტიკა
უილსონი პია კაუმას მადლობას უხდის - "ივანიშვილის რეჟიმს მოჩვენებითი ლეგიტიმაციაც კი არ უნდა მივანიჭოთ"

ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე, რესპუბლიკელი კონგრესმენი ჯო უილსონი ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის გადაწყვეტილებას, 8-10 იანვარს დაგეგმილი ვიზიტის გაუქმებაზე, დადებითად აფასებს: 

"მადლობელი ვარ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის, პია კაუმას გადაწყვეტილების გამო. ივანიშვილის რეჟიმს მოჩვენებითი ლეგიტიმაციაც კი არ უნდა მივანიჭოთ. საქართველოს სჭირდება თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები!" წერს უილსონი.

შეგახსენებთ, უილსონი ერთ-ერთი იყო, რომელმაც პია კაუმას მოუწოდა, თავი შეეკავებინა თბილისში ვიზიტისგან

"ივანიშვილის რეჟიმი ამ ვიზიტს ავტორიტარული მმართველობის ლეგიტიმაციის საშუალებად გამოიყენებს" - წერდა უილსონი გუშინ, 5 იანვარს. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ვენესუელაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 1430-მდე გაიზარდა
ALGORITHM WATCH:შსს-მ სახის ამომცნობი კამერები მოსკოვში დაფუძნებული კომპანიისგან შეისყიდა
პატარიძე ხოშტარიაზე: ექიმის დასკვნის გარეშე ბრიფინგებით საუბარი "აბსურდის თეატრია"
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics