01:07 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-01-06 16:02:41, 777 ნახვა

საზოგადოება
საბერიოში მომხდარი ტრაგედიის დროს დაშავებული ქალის მდგომარეობა სტაბილურია და მკურნალობას ქირურგიულ განყოფილებაში აგრძელებს

ოკუპირებული აფხაზეთის სოფელ საბერიოში მომხდარი ტრაგედიის დროს დაშავებული ქალი რუხის კლინიკიდან ქუთაისის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. ექიმის განცხადებით, მისი მდგომარეობა სტაბილურია და მკურნალობას ქირურგიულ განყოფილებაში აგრძელებს.

"პაციენტი გადმოყვანილი იქნა რუხის კლინიკიდან დილის 7 საათზე, თერმული დამწვრობებით სახის და წინა მხრის არეში. შემოსვლისას პაციენტის ზოგადი მდგომარეობა იყო საშუალო სიმძიმის, კონტაქტური, ადეკვატური. აღენიშნებოდა დამწვრობითი ჭრილობები სახისა და ორივე წინა მხრის არეში. პაციენტი კონსულტირებული იქნა კომბუსტიოლოგის მიერ, ჩაუტარდა ჭრილობების ქირურგიული დამუშავება შეიხვა ასეპტიურად და გადაყვანილია ქირურგიულ განყოფილებაში, მდგომარეობა რჩება საშუალო სიმძიმის, სტაბილური, განაგრძოს მკურნალობს ქირურგიულ განყოფილებაში", - ამბობს ექიმი. 

ოკუპირებული აფხაზეთის გალის რაიონის სოფელ საბერიოში ხანძარს ქალის 5 მცირეწლოვანი შვილიშვილი ემსხვერპლა





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპი აცხადებს, რომ თუ ირანთან შეთანხმებას 60 დღეში ვერ მიაღწევენ, აშშ დაბომბვას დაუბრუნდება
საქართველოს რკინიგზის საქმეზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ
ნანუკა ჟორჟოლიანი არ გამორიცხავს, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობისთვის იბრძოლოს
გოგა ხაინდრავამ ფორმულას უჩივლა, პროკურატურამ გამოძიება ცრუ დასმენის მუხლით დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics