12:51 - 16 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-03 10:33:46, 693 ნახვა

სამართალი
შსს-მ ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი და ე.წ. „ბიოს“ 167 აბი ამოიღო

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი და ე.წ. „ბიოს“ 167 აბი ამოიღო.

როგორც უწყების განცხადებაშია აღნიშნული, შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ–საგამოძიებო ღონისძიების შედეგად, ნარკოტიკული საშუალების და ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების უკანონო შეძენა-შენახვის და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ბრალდებით, 1969 წელს დაბადებული ლაურა ჯ. და 1981 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ვახტანგ ხ. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს.

„სამართალდამცველებმა ლაურა ჯ-ს პირადი ჩხრეკისას ამოიღეს ნარკოტიკული ნივთიერება ბუპრენორფინის შემცველი 124 აბი „სუბოქსინი“, 28 აბი „მეტადონი“, 8 აბი და აბის ნატეხი ე.წ. „ექსტაზი“, რომელიც ექსპერტიზის დასკვნით 0,5414 გრ ნარკოტიკულ ნივთიერება მდმა-ს (3,4-მეთილენდიოქსიმეტამფეტამინს) შეიცავს. ასევე, ამოღებულია 7 აბი ე.წ. „ბიო“, რომელიც ექსპერტიზის დასკვნით, ტრიპტამინის ნაერთთა კლასს მიეკუთვნება. გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულებმა ნარკოტიკული საშუალებები და ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებები თურქეთის რესპუბლიკაში შეიძინეს და საქართველოში უკანონოდ შემოიტანეს.

ნარკოლოგიური შემოწმებით ლაურა ჯ.-ს და ვახტანგ ხ.-ს სხვადასხვა სახის ნარკოტიკის მოხმარების ფაქტი დაუდგინდათ“, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

გამოძიება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტებზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით, მე- 6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 262-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და ,,ბ“ და მე-4 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტებით).





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მოსამართლე გელაშვილმა ალეკო ელისაშვილი სხდომათა დარბაზიდან გააძევა
რუსეთში სახელმწიფო დუმის არჩევნები 20 სექტემბერს გაიმართება
თბილისში პუტინის წარმომადგენელი იმყოფებოდა
როგორ მივიღოთ მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებები ბიზნესში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics