10:27 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-12-28 10:23:45, 385 ნახვა

პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე ევროპის საწყლოსნო ფედერაციის პრეზიდენტ ანტონიო და სილვას შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ევროპის საწყლოსნო ფედერაციის პრეზიდენტ ანტონიო და სილვას შეხვდა.

მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, შეხვედრაზე ცნობილი გახდა, რომ საქართველო 2025 წელს  საწყლოსნო ფედერაციის კონგრესს უმასპინძლებს, რომელშიც მსოფლიოს 52 ქვეყნის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტები და დელეგატები მიიღებენ მონაწილეობას.

,,ასევე  განიხილეს 2028 წელს  საქართველოში წყალბურთის ევროპის ჩემპიონატის გამართვის შესაძლებლობები. მხარეებმა ამ მიმართულებით თანამშრომლობის მზადყოფნა გამოთქვეს. ყურადღება დაეთმო ჩემპიონატის შესაბამისი ინფრასტრუქტურის განვითარების აუცილებლობას. აღინიშნა, რომ საქართველოს 2028 წლისთვის ექნება თანამედროვე ტიპის საწყლოსნო კომპლექსი, რომელშიც შესაძლებელი იქნება მსოფლიო და ევროპის დონის შეჯიბრებების ჩატარება, როგორც წყალბურთში, ასევე სხვადასხვა საწყლოსნო მიმართულებით.


ანტონიო და სილვამ მთავრობის მეთაურს შეხვედრისა და სპორტის ამ სახეობის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა" -ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
Axios: ტრამპი აღიარებს, რომ „ანკორიჯის სულისკვეთებას“ ტოვებს
ტრამპი ირანზე - შეიძლება დადგეს დრო, როდესაც სამხედრო საშუალებებით მოგვიწევს დავასრულოთ ის, რაც დავიწყეთ
ცენტრალური სარდლობა: აშშ-ის ძალებმა ჰორმუზის სრუტეში ირანის 10 სამხედრო ობიექტი დაბომბეს
ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა ქუვეითსა და ბაჰრეინში აშშ-ის სამხედრო ობიექტებზე იერიში მიიტანა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics