12:50 - 16 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-02 16:31:14, 674 ნახვა

სამართალი
ალეკო ელისაშვილი: სამი დღეა ვიხვეწები, რომ პროკურატურამ დამკითხოს

ალეკო ელისაშვილი მის წინააღმდეგ გამოთქმულ ბრალდებებს აბსურდს უწოდებს და ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, ეკა ბესელიას ბრალდებას პასუხობს.

როგორც ალეკო ელისაშვილმა განაცხადა, ის მზად არის პროკურატურასთან ითანამშრომლოს.

„სამი დღეა საჯაროდ ვიხვეწები, რომ პროკურატურამ დამკითხოს. მითხრას ვინ მსჯავრდებულზე ლაპარაკობს მექრთამე ბესელია, რომ ეს საკითხი უმარტივესად დავასრულოთ. შეწყალების კომისია, არავის არ ათავისუფლებს და არც არავის არ ტოვებს ციხეში. გადაწყვეტილებებს პრეზიდენტი იღებს. თუ ვინმეს რამე პრეტენზია აქვს, ისრები ჩემზე კი ნუ გადმოაქვს, პრეზიდენტის ადამინისტრაციას მიმართოს“, - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ალეკო ელისაშვილს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია შეწყალების სანცვლოდ თანხის მოთხოვნაში ადანაშაულებს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მოსამართლე გელაშვილმა ალეკო ელისაშვილი სხდომათა დარბაზიდან გააძევა
რუსეთში სახელმწიფო დუმის არჩევნები 20 სექტემბერს გაიმართება
თბილისში პუტინის წარმომადგენელი იმყოფებოდა
როგორ მივიღოთ მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებები ბიზნესში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics