09:01 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-12-23 20:46:59, 370 ნახვა

პოლიტიკა
დავითაშვილი - ვფიქრობ, ეუთო-ოდირის დასკვნამ ჩატარებულ არჩევნებთან დაკავშირებით ყველა კითხვას გასცა პასუხი

ყველაზე უფრო ავტორიტეტული ორგანიზაცია, რომელიც არჩევნების ჩატარების ხარისხს ამოწმებს და ადასტურებს, არის ეუთო/ოდირის მისია, რომელმაც საბოლოო დასკვნა წარმოადგინა, თუმცა, საზოგადოებისთვის მათი წინასწარი შეფასებები დიდი ხნით ადრე იყო ცნობილი, რომელმაც, ვფიქრობ, ყველა კითხვას გასცა პასუხი,- ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე მედიის მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

როგორც დავითაშვილმა აღნიშნა, უმთავრესი რამ, რაც საფუძველი უნდა იყოს არჩევნების ლეგიტიმაციის, ამ დასკვნაში მკაფიოდ არის ნათქვამი.

"ის, რომ არჩევნები კონკურენტულ გარემოში ჩატარდა, არავის არ შეეზღუდა არჩევნებში მონაწილეობა, მათ შორის, თავისი პოზიციების გამოხატვა. ის, რომ უამრავი დამკვირვებელი ყველა საარჩევნო უბანზე ადასტურებს იმას, რომ არჩევნები არის ლეგიტიმური, მათ შორის ის, რომ არჩევნების შედეგი კითხვის ნიშნის ქვეშ არ დგას - ოპონენტებიც ადასტურებენ, რომ უპრეცედენტოდ მაღალი იყო აქტივობა, რაშიც ყველა ვთანხმდებით და წარმოდგენილი სისტემაც იყო მაქსიმალურად გამართული და ხარისხიანი",- განაცხადა ლევან დავითაშვილმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ტრამპი ირანზე - შეიძლება დადგეს დრო, როდესაც სამხედრო საშუალებებით მოგვიწევს დავასრულოთ ის, რაც დავიწყეთ
ცენტრალური სარდლობა: აშშ-ის ძალებმა ჰორმუზის სრუტეში ირანის 10 სამხედრო ობიექტი დაბომბეს
ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა ქუვეითსა და ბაჰრეინში აშშ-ის სამხედრო ობიექტებზე იერიში მიიტანა
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics