14:28 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-12-18 23:23:07, 462 ნახვა

პოლიტიკა
პატელი - როგორც ენტონი ბლინკენმა განაცხადა, ვამზადებთ დამატებით ზომებს, მათ შორის, სანქციებს

ჩვენ მხარს ვუჭერთ ქართველ ხალხს ევროატლანტიკურ მისწრაფებებში,- ამის შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის მოადგილემ, ვედანტ პატელმა განაცხადა.

როგორც პატელმა აღნიშნა, ამერიკის შეერთებული შტატები დამატებით ზომებს ამზადებს, მათ შორის, სანქციებს, "რათა პასუხისმგებლობა დავაკისროთ მათ, ვინც, ჩვენი აზრით, საქართველოში დემოკრატიას ძირს უთხრის".

"ამ ადმინისტრაციას კვლავ საკმაოდ დიდი სამოქმედო არეალი აქვს. ჩემი თვალსაზრისით, ოთხი-ხუთი კვირა დიდი დროა. ამ პერიოდში ბევრი რამ შეიძლება, მოხდეს. საბოლოოდ, საქმე ეხება იმას, რომ ჩვენ მხარს ვუჭერთ ქართველ ხალხს ევროატლანტიკურ მისწრაფებებში. როგორც სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა ადრე განაცხადა, ვამზადებთ დამატებით ზომებს, მათ შორის, სანქციებს, რათა პასუხისმგებლობა დავაკისროთ მათ, ვინც, ჩვენი აზრით, საქართველოში დემოკრატიას ძირს უთხრის",- განაცხადა პატელმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
პატრიოტი დანიელი მხარს უჭერს ბულგარეთის წინააღმდეგობას პატრიოტ კირილისთვის სანქციების დაწესების შესახებ
ლევან მაჭავარიანი და არჩილ გორდულაძე ბოდიშს იხდიან პარლამენტში ჩხუბისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics