03:46 - 23 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-01 23:07:32, 413 ნახვა

პოლიტიკა
თინა ხიდაშელი: მე მაქვს აბსოლუტური კომფორტი, რომ პროკურატურამ დაიწყო ეს გამოძიება

''მე მაქვს აბსოლუტური კომფორტი, რომ პროკურატურამ დაიწყო ეს გამოძიება'' - ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა, თინა ხიდაშელმა განაცხადა. მისი თქმით, სამხედრო დოკუმენტაცია არის მკაცრი აღრიცხვის ყველაზე უფრო მაღალი სისტემურობის შემცველი დოკუმენტაცია და ვერავინ ვერაფერს განსხვავებულს ვერ ნახავს.

''სამხედრო დოკუმენტაცია და სამხედრო დისციპლინა, ეს არის, ალბათ, მკაცრი აღრიცხვის ყველაზე უფრო მაღალი სისტემურობის შემცველი დოკუმენტაცია.  ამიტომ ვამბობ, რომ ვერავინ ვერაფერს განსხვავებულს ვერ ნახავს იქ. ოღონდ აქ არის მთავარი პრობლემა, რომელიც მე დავინახე პროკურატურის მხრიდან. პიროვნულად მე, როგორც თინა ხიდაშელს, მაქვს აბსოლუტური კომფორტი, რომ პროკურატურამ დაიწყო ეს გამოძიება იმიტომ, რომ კიდევ ერთხელ დადასტურდება, რომ ეს არის ჩვეულებრივი, დადგმული, შეკვეთილი კამპანია ადამიანის წინაამდეგ, რომლის ატანაც არ შეუძლიათ,'' - განაცხადა თინა ხიდაშელმა გადაცემა არჩევანში. 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მაკრონმა სტარმერს მადლობა გადაუხადა და საფრანგეთსა და ბრიტანეთს შორის თანამშრომლობის გაგრძელება გამოაცხადა
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა
პოლონეთმა ზელენსკის მიერ დაბრუნებული „თეთრი არწივის ორდენის“ მიღება დაადასტურა
გვარამია ენმ-ზე - ხალხი ერთ პარტიაშია და ბრიფინგებით, სატელევიზიო ეთერებით და სტატუსებით ელაპარაკება ერთმანეთს და წყევლის და აგინებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics